მარქსი

საბა კოხრეიძე – მეტაბოლიზმი და არამზარდი კომუნიზმი (კოჰეი საიტოს  „მარქსი ანთროპოცენის დროს“)

  კაცობრიობის ისტორიაში დადგა  დრო, როდესაც  ადამიანის ნეგატიური ზემოქმედება ბუნებაზე  არა მხოლოდ  თეორიულად, არამედ  პრაქტიკულადაც  ხელშესახებია.  კლიმატის ცვლილება უკვე  ყოველდღიურობაშიც შესამჩნევია. წელს ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული იდგა, გაისად – ახალი რეკორდი მოიხსნება.  საქართველოში სულ ახლახანს  მომხდარი  შოვის ტრაგედია, როდესაც მყინვარიდან  წამოსული  ღვარცოფი მთელი თავისი სტიქიური  მძვინვარებით თავს დაატყდა კურორტს, იმის ნიშანია, რომ გლობალური დათბობის მიერ გამოწვეული შედეგები თავად ადამიანებისთვის გახდა  ხიფათის შემცველი. ბუნების რამდენიმე საუკუნოვანი ხარბი ექსპლუატაციის შემდეგ, კაცობრიობას ყოველივე თავად… ვრცლად

ბრანკო მილანოვიჩი – მცირე ნარკვევი მარქსსა და კეინზს შორის განსხვავებების შესახებ  

 „აჩრდილის“  რედაქცია წარმოგიდგენთ თანამედროვე  ეკონომისტის,   ბრანკო  მილანოვიჩის მცირე ზომის ესეს, რომელშიც ავტორი მარქსისა და კეინზის შეხედულებათა შედარებით ანალიზს  გვთავაზობს. დღეს, სახელმწიფოს აპარატის და მისი ეკონომიკური გაძლიერების პრიმატი ე.წ მარქსისტებისთვისაც ამოსავალი წერტილია. ხშირად გვესმის მემარცხენე ბანაკში სახელმწიფოს დაცვისკენ, მისი როლის გაზრდისაკენ მიმართული მოთხოვნები, რომელიც ნეოლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ ერთადერთ იარაღად არის ხოლმე წარმოჩენილი. ასეთ შემთხვევაში, ის იდეოლოგიური თუ მეთოდური განსხვავებები, რომლებიც კეინზსა და მარქსს (მარქსიზმს) შორისაა,  თითქოს ბევრისთვის იშლება და  აქცენტი უფრო… ვრცლად

კ. მარქსი – ჰეგელის დიალექტიკისა და საერთოდ ფილოსოფიის კრიტიკა (ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები)

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია აქვეყნებს კ. მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“-ს უკანასკნელ და, ამავე დროს, ყველაზე ჩახლართულ და ჰეგელიანური ტერმინოლოგიით დამძიმებულ თავს. ჩვეულებისამებრ, მარქსი ჰეგელის შესახებ თავს იწყებს კრიტიკით, ამჯერად კრიტიკის ობიექტებად გვევლინებიან ე.წ კრიტიკული სკოლის წარმომადგენლები, ბრუნო ბაუერი და Die Freien. კრიტიკული სკოლის წარმომადგენლები, ჰეგელის ეპიგონები, საკუთარ თავს ჭეშმარიტების მფლობელთა რიგებს მიათვლიდნენ და ნამდვილი სინამდვილის სამყაროს მცხოვრებლებად რაცხავდნენ, ხოლო დანარჩენებს უწოდებდნენ „ბრბოს“, განურჩეველ მასას. კრიტიკულ სკოლას საკუთარ მისიად ესახებოდა სამყაროს… ვრცლად

კარლ მარქსი – ფილოსოფიის სიღატაკე (შვიდი შენიშვნა)

კ. მარქსის ნაშრომთაგან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე, რომელიც იდეათა ისტორიამ, ერთი შეხედვით, მეორე პლანზე გადაისროლა, მარგინალიაზე მიჩქმალა, თუმცა მარქსისტული აზრის და მსოფლხედვის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ მივიწყებული ფრაგმენტები ხელახლა გამოამზეუროს და კვლავ გამოიტანოს განმსჯელი გონების წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ 1847 წელს გამოცემული ნაშრომი, „ფილოსოფიის სიღატაკე“, ამ შედარებით არაპოპულარული ტექსტების რიგშია. ხსენებული ნაშრომი მიმართულია ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – პრუდონის წინააღმდეგ. მარქსი პრუდონს ჯერ კიდევ 1844 წელს გაეცნო პარიზში. ურთიერთობის პროცესში თანდათანობით… ვრცლად

დავით გალაშვილი – ვისკონტის „ლეოპარდის“ კლასობრივი დასურათება

     1888 წელს ინგლისელი მწერლის, მარგარეტ ჰარკნესისადმი მიწერილ წერილში, მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფრიდრიხ ენგელსი აღნიშნავდა, რომ ფრანგული საზოგადოებისა და ისტორიის შესახებ მან ფრანგი რეალისტი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანებიდან უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე გამოჩენილი ისტორიკოსების, სტატისტიკოსებისა და ეკონომისტებისგან ერთობლივად. შეიძლება, მავანმა გვისაყვედუროს, რომ მხატვრული ტექსტის ანალოგია კინოსთან მიმართებით უადგილოა, რომ კინოში მაყურებელი თვალს ადევნებს გამოსახულებას, ხოლო ტექსტის კითხვისას მას თვითონ უწევს მზერის გამძაფრება, დაძაბვა და ტექსტში აღწერილი სცენების წარმოსახვის… ვრცლად

კარლ მარქსი – ბრიტანეთის ბატონობა ინდეოთში/მომავალი შედეგები ბრიტანეთის ბატონობისა ინდოეთში

 საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მარქსისტულ ტრადიციაში არ არსებობდა ცნობა იმის შესახებ, რომ კარლ მარქსს ინდოეთზე საერთოდ რაიმე დაეწეროს. მაგალითად, როზა ლუქსემბურგს კაპიტალის აკუმულაციის, ხოლო ლენინს იმპერიალიზმის შესახებ ტექსტის წერისას წარმოდგენა არ ჰქონდათ ინდოეთის შესახებ დაწერილ წერილებზე. ტრიბუნში გამოქვეყნებული წერილები მხოლოდ მას შემდეგ გამომზეურდნენ, რაც მარქსისა და ენგელსის ნაშრომების აკადემიურ გამოცემას ჩაეყარა საფუძველი. და თუმცა, შესაძლოა, მარქსის ამ სტატიების აღმოჩენით ბევრ საკითხს მოეფინა ნათელი (რომელზეც ქვევით გვექნება საუბარი), დღეს პოსტკოლონიური თეორიით… ვრცლად