დავით გალაშვილი – ძალადობის პრობლემა
ძალადობა ზუსტად იმ ხნისაა, რაც ცივილიზაცია. ის ხან ბუნებრივად და თანდაყოლილად გვეჩვენება, ხანაც გარედან თავსმოხვეულად. ძალადობის საკითხის გარშემო ტრიალებს რელიგიური, პოლიტიკური, ისტორიული ენა. რელიგიური თხრობა ყვება ღმერთების ძალადობაზე, მხოლოდ ერთეულებს თუ ჰყოფნით სიმამაცე წინააღმდეგობისთვის; პოლიტიკური თხრობა სუვერენის ძალადობას აკანონებს, ძალადობა წესრიგია, მასზე მიტანილი იერიში – ქაოსი; ისტორია ძალადობისგან თავისუფალ სივრცეს ვერ ხედავს, აბუნებრივებს მას, გვარწმუნებს, რომ ეს ჩვენი ხვედრია, ბედისწერის წინააღმდეგ წასვლა კი, ისტორიის დასასრულია! მართლაც, განა შესაძლოა, ისტორიად… ვრცლად
საბა კოხრეიძე – მეტაბოლიზმი და არამზარდი კომუნიზმი (კოჰეი საიტოს „მარქსი ანთროპოცენის დროს“)
კაცობრიობის ისტორიაში დადგა დრო, როდესაც ადამიანის ნეგატიური ზემოქმედება ბუნებაზე არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც ხელშესახებია. კლიმატის ცვლილება უკვე ყოველდღიურობაშიც შესამჩნევია. წელს ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული იდგა, გაისად – ახალი რეკორდი მოიხსნება. საქართველოში სულ ახლახანს მომხდარი შოვის ტრაგედია, როდესაც მყინვარიდან წამოსული ღვარცოფი მთელი თავისი სტიქიური მძვინვარებით თავს დაატყდა კურორტს, იმის ნიშანია, რომ გლობალური დათბობის მიერ გამოწვეული შედეგები თავად ადამიანებისთვის გახდა ხიფათის შემცველი. ბუნების რამდენიმე საუკუნოვანი ხარბი ექსპლუატაციის შემდეგ, კაცობრიობას ყოველივე თავად… ვრცლად
დავით გალაშვილი – “ათი მითი ისრაელის შესახებ”, მიმოხილვა (ნაწილი I)
ბავშვობიდან შემომრჩა ერთი ხატი, რომ სადღაც საქართველოს ახლო-მახლოს არის ომის ადგილი, ომის, რომლის არც დაწყების და არც დასრულების შესახებ, ცხადია, არაფერი ვიცოდი. მეტიც, უკვე მოზრდილსაც, როცა ისტორიით დავინტერესდი, მაინც მეტად მითო-პოეტური წარმოდგენა მქონდა ახლო აღმოსავლეთსა და იქ მიმდინარე ამბებზე. ჩემთვის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები იმდენად ბუნებრივი მდგომარეობა გახდა, რომ ამ მოვლენებს თავის და ბოლოს არმქონედ აღვიქვამდი, თითქოს არ შემეძლო რაღაც სახელმძღვანელო ძაფის პოვნა, რითაც რამეს ავხსნიდი. რაღაც პერიოდამდე აქა-იქა წაკითხულით… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – გაუცხოებისა და მარტომყოფობის საკითხი ენდრიუ უაიეთის შემოქმედებაში
შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკული რეგიონალიზმი იბადება 1930-40-იან წლებში, დიდი დეპრესიის ჟამს, მაშინ, როდესაც არსებობის შემანარჩუნებელი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი წილი მიწის დამუშავებასა და მოსავლის მიღებასთან კავშირდება. მიმდინარეობის (რეგიონალიზმი) სულისჩამდგმელების გრანტ ჰუდისა და ჯონ სტიურტ კარის ტილოებზე სოფლის ყოველდღიურობაა გამოსახული, რომელშიც ხვნა-თესვა, სხვადასხვა თავყრილობა თუ გლეხების ოჯახური ცხოვრება იდილიურ ელფერშია გადაწყვეტილი, შესაბამისად, ფერთა პალიტრაც ხალასი, მკვეთრი და გრძნობა-გონების მყისიერად მოჯადოების პირობითაა შერჩეული. რეგიონალისტების მხატვრობა, თანადროულ ეკონომიკურსა და კულტურულ ქარტეხილებს რამდენადმე… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – პაულო ფრეიერის ‘ჩაგრულთა პედაგოგიკა’
„ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შეცვლილ იქნეს“. (კ.მარქსი, ფოიერბახის მეთერთმეტე თეზისი). ფოიერბახის მეთერთმეტე თეზისში კარლ მარქსი უპირველესად იმას გვამცნობს, რომ სამყაროზე მხოლოდ დაკვირვება და მისი არქიტექტონიკის სქოლასტიკური შესწავლა როდი კმარა, იდეები და შეხედულებები დამოუკიდებლად როდი ისხამენ ხორცს, არც ესა თუ ის ფილოსოფიური ხედვა გადმოდინდება წიგნებიდან ისტორიაში თავისთავად; თეორიულ სფეროში გაღებული ძალისხმევის კატალიზატორი პრაქსისია, განსჯილის და გააზრებულის ცხოვრებაში გადატანის უწყვეტი მცდელობა – განმსჯელი, ქმედითი სუბიექტის ვალდებულებაა.… ვრცლად
გიგი ბერიძე – რეცენზია წიგნზე „სტალინი: გზა რევოლუციისკენ’’
რონალდ გრიგორ სიუნის წიგნმა „სტალინი: გზა რევოლუციისკენ’’ – რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2020 წელს გამოსცა, რამდენიმე დღის წინ პრესტიჟული ჯილდო მიიღო, რომელსაც ისტორიკოსებს გადასცემენ გამორჩეული ნაშრომის შექმნისათვის და რომელიც ცნობილი ისტორიკოსის და რუსეთის რევოლუციური ეპოქის მკვლევარის, ისააკ დოიჩერის სახელს ატარებს. რონალდ გრიგორ სიუნი სომხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერია, რომელმაც თავისi აკადემიური კარიერა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის რუსეთის იმპერიის და სსრკ-ს კვლევას დაუთმო. ცხადია, მის ფოკუსში რუსეთის პერიფერიებიც მოექცნენ.… ვრცლად
საბა კოხრეიძე – ნაცარქექიას ზღაპრის კიდევ ერთი გადახედვა
ზვიად გამსახურდიამ ქართული ზღაპრის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის, ნაცარქექიას, შესახებ მეტად ორიგინალური მოსაზრება გამოთქვა: „(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი… ვრცლად
საბა კოხრეიძე – „რომანის თეორია“ და ტოტალობა
გეორგ ლუკაჩის ადრეული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად „რომანის თეორია“ უნდა ჩაითვალოს, თუმცა თავად ავტორს გადაწყვეტილი ჰქონდა, ხსენებული ტექსტი მხოლოდ ფიოდორ დოსტოევკისადმი მიძღვნილი ნაშრომის შესავალი ყოფილიყო. როგორც თავად უნგრელი ფილოსოფოსი მოგვიანებით იტყვის, „რომანის თეორია“ კანტიანური ფილოსოფიიდან ჰეგელიანურ ფილოსოფიაზე გადასვლა გახლდათ, რაც, პირველ რიგში, გამოიხატებოდა დროის მიღმა მყოფი ფორმის, ესთეტიკის ისტორიულ კატეგორიებად გარდაქმნით. წიგნის პირველი ნაწილი, მაგალითად, ეპიკური ტოტალობისა და დრამის შედარებაა, სხვა სიტყვებით, ეპიკურობისა და რომანის ისტორიულ-ფილოსოფიური მოხელთება. თუმცა, ამასთან… ვრცლად
გიორგი ჯავახაძე – ნიკოლოზ ბარათაშვილი-რევოლუციური რომანტიკოსი
ვუძღვნი ჩემი მასწავლებლის, რამაზ ჭილაიას, ნათელს ხსოვნას ხელოვნება, კაცობრიობის მხატვრული აზროვნების უწყვეტი და განუცალკევებელი ჯაჭვია, მეცნიერება კი მისი ყველაზე კეთილშობილი დამატყვევებელი, რომელიც შემოქმედსა და მის შემოქმედებას ისტორიის მიერ აგებულ ჟანრთა ციხესიმაგრეებში ამწყვდევს. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა მხატვრული სახეების დაუსრულებელ კარნავალში გზის გაგნება, რათა ამოგვეცნო ამ საპატიო პატიმრობის მოტივი და დანაშაული, მით უფრო, რომ ხელოვნების ნებისმიერი აჩრდილი, ბრმა და გზააბნეული იქნებოდა, ისტორია რომ მის პრიზმაში უთვალავი ფერის შუქს არ ასხივებდეს. მაშასადამე, ყველა… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – ჯონ სტაინბეკის „მრისხანების მტევნები“
ჯონ სტაინბეკის ეპოქალური რომანის „მრისხანების მტევნების“ დასაწყისში გარემოს ვრცელი და მრავლისმეტყველი აღწერა არც უბრალოდ მკითხველის სიუჟეტში შეტყუებისა, მით უფრო, არც მხოლოდ ესთეტიკური სხეულის გამოძერწვის მიზანს ემსახურება. შრომის, ადამიანისა და ბუნების დაკავშირებულობის ამსახველი მონაკვეთი შესაძლოა მონათხრობის მარქსისტული პერსპექტივიდან დახასიათებას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ გარემოებებთან ერთად ადამიანის განსაზღვრაში, მისი გზისა და ბედისწერის გამოძერწვაში მიწისა და ბუნების მეტისმეტი „ბრალეულობა“ იკითხება. და თუ კითხვა დაესმის დოვლათის გადანაწილების პოლიტიკას, – კაპიტალიზმში გამეფებულ უსამართლო… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – სასაქონლო ფეტიშიზმი
სამომხმარებლო ეთოსზე მსჯელობა შეგვიძლია მე-19 საუკუნის შუა რიცხვებიდან დღემდე, კაპიტალიზმის წიაღში აღმოცენებული ინდუსტრიული რევოლუციებიდან – პოსტინდუსტრიული ფინანსური კაპიტალიზმის თანადროული ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარების კონტექსტში მოვიაზროთ. ერთგვარი ეპისტემური ორიენტირებისათვის უმჯობესია კაპიტალისტური მოდერნულობის რამდენიმე საკვანძო ნიშანი დავასახელოთ: კონსუმერიზმი, ველური კონკურენცია, წარმატებულობის ეთიკა. სამივე პრინციპი ერთიანი სხეულის ნაწილებად უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც ერთმანეთზე მუდმივად და სხვადასხვა ინტენსივობით მოქმედებს, თითოეული ელემენტი, მეორე მათგანის გარკვეულ მოდიფიკაციას აპირობებს და მაინც, საინტერესოა სად გვხვდება პირველი ფუნდამენტური თეორიული… ვრცლად
დავით გალაშვილი – სტუდენტური პროტესტი და სამოქალაქო საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროტესტის ტალღა, სულ ახლახან, კიდევ ერთხელ აგორდა. ამჯერად სტუდენტები განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას აპროტესტებენ. ადრესატი კვლავაც ხელისუფლების მიერ ხელდასხმული რექტორია, რომელიც უნივერსიტეტს მართავს, როგორც კერძო კორპორაციას, როგორც რიგით კანტორას. მისთვის უნივერსიტეტი მორიგი „კარიერული გამოწვევაა“, როგორც სამამულო „კარიერული წინსვლის“ მანიით შეპყრობილი და შემთვრალი უსახო მავანები იტყვიან ხოლმე. რთული დასაჯერებელია, უნივერსიტეტის რექტორმა არ იცოდეს, რომ რაიონებში მცხოვრებ სტუდენტებს მართლაც გაუჭირდებათ თბილისში სახლის ქირაობა და დედაქალაქში თავის გატანა; რთული… ვრცლად
საბა კოხრეიძე – კულტურა და ცივილიზაცია ქართული პერსპექტივიდან
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი მოვლენებით იმედგაცრუებულ ადამიანებს უთქვამთ, ქართველები დაბერებული ერი ვართო, და ეს თავისთავში ატარებდა არა წუხილს მოსახლეობის საშუალო ასაკის შესახებ (რომელიც ნამდვილად არ არის იმედის მომცემი), არამედ გულისხმობდა ერის ოდითგანვე, უძველესი დროიდანვე არსებობის ფაქტს. ამ ფრაზით, თითქოს, ჩვენი, როგორც ერის ან ეთნოსის მოახლოებული სიკვდილის გარდაუვალობისთვის წინასწარ მზაობას უნდა ვაცხადებდეთ, რომლის მთავარი მიზეზი თავად ქართველი ერის ასაკია და სხვა არაფერი. მხცოვანობის შესახებ ამ ჰიპოთეზას სრულიად არ მოეპოვება მეცნიერული… ვრცლად
საბა კოხრეიძე – ტოტალობა და ტოტალიზაცია: ცნებათა გადახედვა გეორგ ლუკაჩთან და ჟან-პოლ სარტრთან
იტალიელმა ფილოსოფოსმა ლუჩო კოლეტიმ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მარქსიზმის პერსექტივების შესახებ განაცხადა, რომ თუ მარქსიზმს, რაიმე სახის მომავალი შესაძლოა ჰქონოდა, ის ვერ დაეყრდნობოდა ისეთ ტექსტებს, როგორიც თავად კოლეტის „მარქსიზმი და ჰეგელი“ იყო (ტექსტი, რომელიც მეტად ფილოსოფიური კონცეპტების ანალიზს და კრიტიკას მოიცავდა), არამედ ის მარქსიზმის გადარჩენის შანსებს ისეთი ტექსტების შექმნაში ხედავდა, როგორიც როზა ლუქსემბურგის „კაპიტალის აკუმულაცია“, რუდოლფ ჰილფერდინგის „ფინანსური კაპიტალი“, ვლადიმერ ულიანოვ ლენინის „იმპერიალიზმი, კაპიტალიზმის უმაღლესი საფეხური“ გახლდათ.[1] კოლეტის ეს წინასწარი… ვრცლად
დავით გალაშვილი – ვისკონტის „ლეოპარდის“ კლასობრივი დასურათება
1888 წელს ინგლისელი მწერლის, მარგარეტ ჰარკნესისადმი მიწერილ წერილში, მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფრიდრიხ ენგელსი აღნიშნავდა, რომ ფრანგული საზოგადოებისა და ისტორიის შესახებ მან ფრანგი რეალისტი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანებიდან უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე გამოჩენილი ისტორიკოსების, სტატისტიკოსებისა და ეკონომისტებისგან ერთობლივად. შეიძლება, მავანმა გვისაყვედუროს, რომ მხატვრული ტექსტის ანალოგია კინოსთან მიმართებით უადგილოა, რომ კინოში მაყურებელი თვალს ადევნებს გამოსახულებას, ხოლო ტექსტის კითხვისას მას თვითონ უწევს მზერის გამძაფრება, დაძაბვა და ტექსტში აღწერილი სცენების წარმოსახვის… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – კაპიტალიზმის დამავალიანებელი ბუნება
კაპიტალიზმის დამავალიანებელი ბუნება თავს განსხვავებულ სივრცეებში ავლენს. მისი საყოველთაო და დამანგრეველი გავლენა სახელმწიფოებრივ, კლასობრივსა და ინდივიდუალურ შრეებზე აისახება და ამდენად, მისი არქიტექტონიკის, შინაგანი ლოგიკის მოხელთება ინტერდისციპლინური გაშუქების აუცილებლობითაა პირობადებული. ამავდროულად, საგულისხმოა ითქვას, რომ კაპიტალიზმის ამგვარ თვისობრიობას, გარდა მყისიერი და განგრძობითი ზემოქმედებისა, ახასიათებს ეკონომიკისა და კულტურის ძირისძირობამდე გამსჭვალვის მრავალმხრივი ეფექტი. დავალიანება, ერთი მხრივ, თუ დოვლათის აკუმულაციისა და მისი ერთეულთა ხელში დამკვიდრების ტექნოლოგიაა, მეორე მხრივ, ის დავალიანებულ სუბიექტთა პოლიტიკური მოხელთებისა და დამორჩილებული… ვრცლად
დავით გალაშვილი – აუშვიცის წყევლა
ადორნოს ცნობილი, მოსწრებული გამონათქვამის თანახმად, „აუშვიცის შემდეგ პოეზიის შექმნა ბარბაროსობაა“ (nach Auschwitz ein Gedicht zu schreiben, ist barbarisch). რა შეიძლება ვიგულისხმოთ ამ აფორიზმის უკან? ნუთუ პოეზიამ უარი უნდა თქვას თავის ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებაზე, სასოწარკვეთილთა ნუგეშისცემაზე, ამაოდ დამაშვრალთათვის იმედის მიცემასა და მომავლის რწმენის ჩანერგვაზე? ეს ფრაზა არც ცხელ გულზე წამოსრილილი ტირადის ნაწილია და ის არა მხოლოდ სამერმისოდ შექმნილი პოეზიის, არამედ ტოტალობის, მთელი სამყაროს ბარბაროსულობის შესახებ გამოთქმული მსჯავრია. ადორნო გვეუბნება, რომ… ვრცლად
დავით გალაშვილი – სახელდახელო პასუხი პუტინისტ „მემარცხენეებს“
„როცა ფილოსოფია რუხ {ზედაპირზე} რუხი {ფერით} ხატავს, ამ დროს ცხოვრების რაღაც ფორმა უკვე დაძველდა და რუხით რუხზე შესაძლებელია არა მისი გაახალგაზრდავდება, არამედ მხოლოდ შემეცნება; მინერვას ბუ ფრენას შებინდებისას იწყებს“. ასე ამთავრებს ჰეგელი თავისი „სამართლის ფილოსოფიის“ წინასიტყვაობას. ამ პასაჟით თითქოს ის ფილოსოფიის თუ კრიტიკული აზროვნების დანიშნულებასაც სახავს. რთულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ემოციური ეგზალტაციის პირობებში, ცივი გონებით განსაჯო მომხდარი, რთულია არ იყო შეძრწუნებული ნგრევის იმ მასშტაბით, რომელსაც საინფორმაციო ნაკადს მიჯაჭვულნი… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – ოქროს ციებ-ცხელება და დიდი დეპრესიის ჟამს სამხრეთის შტატებიდან დასავლეთისაკენ გადანაცვლება – „ამერიკული ოცნების“ ისტორიული და კულტურული წანამძღვრები
ჯეკ ლონდონის გამორჩეულად საინტერესო მოთხრობაში „სიცოცხლის წყურვილი“ ველური ბუნების წიაღში, „ოქროს ციებ-ცხელებას“ გადევნებული ადამიანისა და მასთან დამარტოხელებული მგლის ამბავი დაახლოებით იმ სიმძლავრის მითოლოგემაზე მიგვანიშნებს, როგორზეც ოდისევსისა და ციკლოპის ისტორია გვიყვება, თუმცა იმ სხვაობით, რომ ლონდონისეული „იგავის“ მთავარი პერსონაჟი ბილი ცბიერების ბურჟუაზიულ ტექნიკებს არ ფლობს და არც მასთან შეპირისპირებული მგელია მარტოოდენ ბუნების სიმბოლო და, მით უმეტეს, – არც დაქვემდებარებული კლასისა.[1] მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მომდინარე ოქროს ციებ-ცხელება ათასობით უმუშევარ ან მძიმე… ვრცლად
დავით გალაშვილი, საბა კოხრეიძე – ბატონ მარკ ლევინის მიერ მარქსიზმში მომხდარი გადატრიალება
*** 1878 წელს ფრიდრიხ ენგელსმა პოლემიკური ნაშრომი სათაურით „ანტი-დიურინგი“ გამოაქვეყნა. მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ტექსტის წინასიტყვაობაში იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ევგენი დიურინგთან[1] პოლემიკის გაჩაღება ობიექტური გარემოებების მიერ ნაკარნახები უფრო იყო, ვიდრე შინაგანი გულისთქმის მიდევნების შედეგი.[2] ცხადია, არც მარქსიზმის თვითგამოცხადებული „ექსპერტი“, ფოქს ნიუსის წამყვანი და რეაქციონერი ავტორი მარკ ლევინია დიურინგი და არც ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას იმაზე, რომ ენგელსის სადარი ყოველმხრივი და სიღრმისეული კრიტიკის წარმოებას შევძლებთ, თუმცა მარკ ლევინის ახლადგამოცემული ბესტსელერის… ვრცლად