საბა კოხრეიძე – კულტურა და ცივილიზაცია ქართული პერსპექტივიდან

   საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი მოვლენებით იმედგაცრუებულ ადამიანებს უთქვამთ, ქართველები დაბერებული ერი ვართო, და ეს თავისთავში  ატარებდა   არა  წუხილს  მოსახლეობის საშუალო ასაკის შესახებ (რომელიც ნამდვილად არ არის იმედის მომცემი),  არამედ  გულისხმობდა ერის ოდითგანვე, უძველესი დროიდანვე არსებობის ფაქტს. ამ ფრაზით, თითქოს, ჩვენი, როგორც ერის ან ეთნოსის მოახლოებული სიკვდილის გარდაუვალობისთვის წინასწარ მზაობას უნდა ვაცხადებდეთ, რომლის  მთავარი მიზეზი თავად ქართველი ერის ასაკია და სხვა არაფერი. მხცოვანობის შესახებ  ამ ჰიპოთეზას სრულიად არ მოეპოვება  მეცნიერული… ვრცლად

საბა კოხრეიძე – ტოტალობა და  ტოტალიზაცია:  ცნებათა გადახედვა გეორგ ლუკაჩთან და ჟან-პოლ სარტრთან

   იტალიელმა ფილოსოფოსმა ლუჩო კოლეტიმ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მარქსიზმის პერსექტივების შესახებ განაცხადა, რომ  თუ მარქსიზმს,   რაიმე სახის მომავალი შესაძლოა ჰქონოდა,  ის ვერ დაეყრდნობოდა  ისეთ ტექსტებს,  როგორიც თავად  კოლეტის „მარქსიზმი და ჰეგელი“ იყო (ტექსტი,  რომელიც  მეტად ფილოსოფიური კონცეპტების ანალიზს და კრიტიკას მოიცავდა), არამედ ის მარქსიზმის გადარჩენის შანსებს ისეთი ტექსტების შექმნაში ხედავდა, როგორიც როზა ლუქსემბურგის „კაპიტალის აკუმულაცია“, რუდოლფ ჰილფერდინგის „ფინანსური კაპიტალი“, ვლადიმერ ულიანოვ ლენინის „იმპერიალიზმი, კაპიტალიზმის უმაღლესი საფეხური“ გახლდათ.[1] კოლეტის  ეს   წინასწარი… ვრცლად

დავით გალაშვილი – ვისკონტის „ლეოპარდის“ კლასობრივი დასურათება

     1888 წელს ინგლისელი მწერლის, მარგარეტ ჰარკნესისადმი მიწერილ წერილში, მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფრიდრიხ ენგელსი აღნიშნავდა, რომ ფრანგული საზოგადოებისა და ისტორიის შესახებ მან ფრანგი რეალისტი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანებიდან უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე გამოჩენილი ისტორიკოსების, სტატისტიკოსებისა და ეკონომისტებისგან ერთობლივად. შეიძლება, მავანმა გვისაყვედუროს, რომ მხატვრული ტექსტის ანალოგია კინოსთან მიმართებით უადგილოა, რომ კინოში მაყურებელი თვალს ადევნებს გამოსახულებას, ხოლო ტექსტის კითხვისას მას თვითონ უწევს მზერის გამძაფრება, დაძაბვა და ტექსტში აღწერილი სცენების წარმოსახვის… ვრცლად

ავთანდილ ძამაშვილი – კაპიტალიზმის დამავალიანებელი ბუნება

კაპიტალიზმის დამავალიანებელი ბუნება თავს განსხვავებულ სივრცეებში ავლენს. მისი საყოველთაო და დამანგრეველი გავლენა სახელმწიფოებრივ, კლასობრივსა და ინდივიდუალურ შრეებზე აისახება და ამდენად, მისი არქიტექტონიკის, შინაგანი ლოგიკის მოხელთება ინტერდისციპლინური გაშუქების აუცილებლობითაა პირობადებული. ამავდროულად, საგულისხმოა ითქვას, რომ კაპიტალიზმის ამგვარ თვისობრიობას, გარდა მყისიერი და განგრძობითი ზემოქმედებისა, ახასიათებს ეკონომიკისა და კულტურის ძირისძირობამდე გამსჭვალვის მრავალმხრივი ეფექტი. დავალიანება, ერთი მხრივ, თუ დოვლათის აკუმულაციისა და მისი ერთეულთა ხელში დამკვიდრების ტექნოლოგიაა, მეორე მხრივ, ის დავალიანებულ სუბიექტთა პოლიტიკური მოხელთებისა და დამორჩილებული… ვრცლად

დავით გალაშვილი – აუშვიცის წყევლა

   ადორნოს ცნობილი, მოსწრებული გამონათქვამის თანახმად, „აუშვიცის შემდეგ პოეზიის შექმნა ბარბაროსობაა“ (nach Auschwitz ein Gedicht zu schreiben, ist barbarisch). რა შეიძლება ვიგულისხმოთ ამ აფორიზმის უკან? ნუთუ პოეზიამ უარი უნდა თქვას თავის ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებაზე, სასოწარკვეთილთა ნუგეშისცემაზე, ამაოდ დამაშვრალთათვის იმედის მიცემასა და მომავლის რწმენის ჩანერგვაზე? ეს ფრაზა არც ცხელ გულზე წამოსრილილი ტირადის ნაწილია და ის არა მხოლოდ სამერმისოდ შექმნილი პოეზიის, არამედ ტოტალობის, მთელი სამყაროს ბარბაროსულობის შესახებ გამოთქმული მსჯავრია. ადორნო გვეუბნება, რომ… ვრცლად

დავით გალაშვილი – სახელდახელო პასუხი პუტინისტ „მემარცხენეებს“

    „როცა ფილოსოფია რუხ {ზედაპირზე} რუხი {ფერით} ხატავს, ამ დროს ცხოვრების რაღაც ფორმა უკვე დაძველდა და რუხით რუხზე შესაძლებელია არა მისი  გაახალგაზრდავდება, არამედ მხოლოდ შემეცნება;  მინერვას ბუ ფრენას  შებინდებისას იწყებს“. ასე ამთავრებს ჰეგელი თავისი „სამართლის ფილოსოფიის“ წინასიტყვაობას. ამ პასაჟით თითქოს ის ფილოსოფიის თუ კრიტიკული აზროვნების დანიშნულებასაც სახავს. რთულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ემოციური ეგზალტაციის პირობებში, ცივი გონებით განსაჯო მომხდარი, რთულია არ იყო შეძრწუნებული ნგრევის იმ მასშტაბით, რომელსაც საინფორმაციო ნაკადს მიჯაჭვულნი… ვრცლად

დავით გალაშვილი – კამერა-ობსკურა – იდეოლოგია ჰოლივუდურად

   საბჭოთა კავშირის ნგრევამ, 90-იან წლებში გაჩაღებულმა სოციალურმა კონფლიქტებმა, დეინდუსტრიალიზაციამ, ინდივიდების ახალი იდეოლოგიით მოწამვლამ და ამ იდეოლოგიით საზოგადოებრივი ცნობიერების გაჟღენთვამ იმ სოციალური თუ კულტურული ქსოვილისა და ინსტიტუტების მოშლა განაპირობა, რომლითაც საბჭოთა საზოგადოება საზრდოობდა. ეს, ცხადია, ეხება კინოსაც. წარსულში ქართული კინო „პროგრესული კინოსამყაროს მხარდამხარ მიაბიჯებდა და, ამავე დროს, თავისი თვითმყოფობით“[1] აკვირვებდა მაყურებელს, ქართულ კინოს შეეძლო ისეთი გმირები და სახეები შეექმნა, როგორებიც არის გურამი – ფილმიდან „ალავერდობა“ (1962) (რომელიც გაყალბებული ტრადიციების წინააღდეგ… ვრცლად

ავთანდილ ძამაშვილი – ოქროს ციებ-ცხელება და დიდი დეპრესიის ჟამს სამხრეთის შტატებიდან დასავლეთისაკენ გადანაცვლება – „ამერიკული ოცნების“ ისტორიული და კულტურული წანამძღვრები

ჯეკ ლონდონის გამორჩეულად საინტერესო მოთხრობაში „სიცოცხლის წყურვილი“ ველური ბუნების წიაღში, „ოქროს ციებ-ცხელებას“ გადევნებული ადამიანისა და მასთან დამარტოხელებული მგლის ამბავი დაახლოებით იმ სიმძლავრის მითოლოგემაზე მიგვანიშნებს, როგორზეც ოდისევსისა და ციკლოპის ისტორია გვიყვება, თუმცა იმ სხვაობით, რომ ლონდონისეული „იგავის“ მთავარი პერსონაჟი ბილი ცბიერების ბურჟუაზიულ ტექნიკებს არ ფლობს და არც მასთან შეპირისპირებული მგელია მარტოოდენ ბუნების სიმბოლო და, მით უმეტეს, – არც დაქვემდებარებული კლასისა.[1] მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მომდინარე ოქროს ციებ-ცხელება ათასობით უმუშევარ ან მძიმე… ვრცლად

კარლ მარქსი – ბრიტანეთის ბატონობა ინდეოთში/მომავალი შედეგები ბრიტანეთის ბატონობისა ინდოეთში

 საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მარქსისტულ ტრადიციაში არ არსებობდა ცნობა იმის შესახებ, რომ კარლ მარქსს ინდოეთზე საერთოდ რაიმე დაეწეროს. მაგალითად, როზა ლუქსემბურგს კაპიტალის აკუმულაციის, ხოლო ლენინს იმპერიალიზმის შესახებ ტექსტის წერისას წარმოდგენა არ ჰქონდათ ინდოეთის შესახებ დაწერილ წერილებზე. ტრიბუნში გამოქვეყნებული წერილები მხოლოდ მას შემდეგ გამომზეურდნენ, რაც მარქსისა და ენგელსის ნაშრომების აკადემიურ გამოცემას ჩაეყარა საფუძველი. და თუმცა, შესაძლოა, მარქსის ამ სტატიების აღმოჩენით ბევრ საკითხს მოეფინა ნათელი (რომელზეც ქვევით გვექნება საუბარი), დღეს პოსტკოლონიური თეორიით… ვრცლად

კარლ მარქსი – 1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები – გაუცხოებული შრომა

კ. მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“ ქართულ ენაზე დღემდე მკითხველთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომში წამოჭრილი საკითხები — ადამიანის არსისა და არსებობის, ადამიანისა და შრომის მიმართების, ადამიანის შრომის პროცესში გაუცხოების, ისე როგორც გაუცხოების სხვა სახეების — თანამედროვე აზროვნების ყველაზე აქტუალურ საკითხებს ეხმიანებიან. ამ ნაშრომის აღმოჩენისა და გამოქვეყნების შემდეგ მარქსიზმის წინააღმდეგ მეოცე საუკუნის ბურჟუაზიულ მოაზროვნეთა მიერ წამოყენებული ბრალდება, რომ თითქოს კ. მარქსს არა აქვს ადამიანის შესახებ მოძღვრება,… ვრცლად

დავით გალაშვილი, საბა კოხრეიძე – ბატონ მარკ ლევინის მიერ მარქსიზმში მომხდარი გადატრიალება

***       1878 წელს ფრიდრიხ ენგელსმა პოლემიკური ნაშრომი სათაურით „ანტი-დიურინგი“ გამოაქვეყნა. მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ტექსტის წინასიტყვაობაში იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ევგენი დიურინგთან[1] პოლემიკის გაჩაღება ობიექტური გარემოებების მიერ ნაკარნახები უფრო იყო, ვიდრე შინაგანი გულისთქმის მიდევნების შედეგი.[2] ცხადია, არც მარქსიზმის თვითგამოცხადებული „ექსპერტი“, ფოქს ნიუსის წამყვანი და რეაქციონერი ავტორი მარკ ლევინია დიურინგი და არც ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას იმაზე, რომ ენგელსის სადარი ყოველმხრივი და სიღრმისეული კრიტიკის წარმოებას შევძლებთ, თუმცა მარკ ლევინის ახლადგამოცემული ბესტსელერის… ვრცლად

ჰერბერტ მარკუზე – ძალადობისა და რადიკალური ოპოზიციის პრობლემა[1]

   ყოველ დიდებულ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენას თავისი გამხმოვანებელი, მესიტყვე ჰყავს. საფრანგეთის რევოლუციის იდეალები განმანათლებელთა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ტრაქტატებში იდგამდა ფეხს, 1917 წლის ოქტომბრის, მოგვიანებით კი, ჩინეთისა და კუბის რევოლუციას მეცხრამეტე საუკუნეში ჩასახული სოციალისტური მოძღვრებები, მეტწილად, მარქსიზმი ანიჭებდა თეორიულ გამართლებას. 60-იანი წლების სტუდენტური ამბოხის თეორიულ გამომხატველად კი, გერმანელ-ამერიკელი მარქსისტი თეორეტიკოსი ჰერბერტ მარკუზე შეგვიძლია მივიჩნიოთ. მარკუზემ თავისი ფილოსოფიური მოღვაწეობა გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა 1930-იან წლებში ნაცისტური იდეებით ჰაიდეგერის… ვრცლად

ათი გაკვეთილი სირიიდან

უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა. ჩვენი ყოველდღიურობა დასახიჩრებული სხეულებისა და ფსიქიკის, გაუდაბურებული ემოციების სივრცის მომიჯნავე, ჩვენდა უნებურად გახდა. განურჩევლობის იმ უფსკრულში, რომელშიც სისასტიკე და ზრუნვა, უკიდურესობამდე მიყვანილი დესტრუქციულობა და სიცოცხლის წყურვილი ერთმანეთში გადაზელილა, კორპორაციული მედიები და მათი დამკვეთები ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაში ხელების ფათურს ისევე მიზანმიმართულად აგრძელებენ, როგორც ეს სკალპერ მომარჯვებულ ქირურგს სჩვევია. საგულისხმოა, რომ აქ ორი სახეხატი ერთმანეთში ირევა. ერთი მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად გვესმის დაქირავებული ექსპერტების, ტვინისმრეცხავების გულისგამაწვლილებელი… ვრცლად