ბიბლიოთეკა

კარლ მარქსი – 1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები – კომუნიზმი

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია აგრძელებს მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“-ს გამოქვეყნებას. გაუცხოებული შრომის თავის შემდგომ, გთავაზობთ კომუნიზმის შესახებ ნაწილს. ხელნაწერის ეს მონაკვეთი რამდენიმე რამის გამო იქცევს მკითხველთა ყურადღებას. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მარქსი აქ ვრცლად საუბრობს კომუნიზმის არსის შესახებ, ერთმანეთისგან განარჩევს უხეში კომუნიზმის საფეხურსა და იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი დაბრუნებულია საკუთარ თავთან, როდესაც წინააღმდეგობა ბუნებასა და ადამიანს, ადამიანსა და ადამიანს შორის გადაჭრილია, დასრულებული ნატურალიზმი ჰუმანიზმია, ხოლო დასრულებული ჰუმანიზმი ნატურალიზმია. თუმცა სანამ… ვრცლად

ვ. ი. ლენინი – სტუდენტობის მოძრაობა და თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობა

სტატია „სტუდენტობის მოძრაობა და თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობა“ ვ. ი. ლენინმა დაწერა 1908 წლის სტუდენტობის მოძრაობის ერთ-ერთი წინამძღოლის წერილის საპასუხოდ. იმ დროის სტუდენტობის მოძრაობა მიმართული იყო სახალხო განათლების მინისტრის შვარცის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა უნივერსიტეტის თვითმმართველობის ნაშთებს და მიისწრაფოდა მოესპო 1905 წელს მოპოვებული სტუდენტობის ყველა „თავისუფლება“.    სტუდენტობის ამ მოძრაობას სათავეში ედგნენ სტუდენტობის კოალიციური საბჭოები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატები თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ეს საბჭოები არ ასახავდნენ სტუდენტთა მასების… ვრცლად

კარლ მარქსი – ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის (შესავალი)

ტექსტი, რომელსაც აჩრდილის რედაქცია თავის მკითხველს სთავაზობს, გამოქვეყნებულია „გერმანულ-ფრანგული წელიწდეულის“ ერთადერთ გამოსულ ნომერში, რომლის გამოცემაც დაიწყო მარქსისა და ახალგაზრდა ჰეგელიანელთა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლის ა. რუგეს რედაქციით 1844 წელს. ჟურნალის პროგრამის განსაზღვრისას მარქსი წერდა: „ჩვენ არ ვცდილობთ დოგმატურად განვჭვრიტოთ მომავალი, არამედ მხოლოდ გვსურს ძველი სამყაროს კრიტიკის მეშვეობით ახალი სამყარო ვიპოვოთ (…) ჩვენ როდი ვეუბნებით მსოფლიოს: „შეწყვიტე ბრძოლა, მთელი შენი ბრძოლა წვრილმანი რამ არის, ჩვენ მოგცემთ ბრძოლის ჭეშმარიტ ლოზუნგს“. ჩვენ მხოლოდ… ვრცლად

კარლ მარქსი – ბრიტანეთის ბატონობა ინდეოთში/მომავალი შედეგები ბრიტანეთის ბატონობისა ინდოეთში

 საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მარქსისტულ ტრადიციაში არ არსებობდა ცნობა იმის შესახებ, რომ კარლ მარქსს ინდოეთზე საერთოდ რაიმე დაეწეროს. მაგალითად, როზა ლუქსემბურგს კაპიტალის აკუმულაციის, ხოლო ლენინს იმპერიალიზმის შესახებ ტექსტის წერისას წარმოდგენა არ ჰქონდათ ინდოეთის შესახებ დაწერილ წერილებზე. ტრიბუნში გამოქვეყნებული წერილები მხოლოდ მას შემდეგ გამომზეურდნენ, რაც მარქსისა და ენგელსის ნაშრომების აკადემიურ გამოცემას ჩაეყარა საფუძველი. და თუმცა, შესაძლოა, მარქსის ამ სტატიების აღმოჩენით ბევრ საკითხს მოეფინა ნათელი (რომელზეც ქვევით გვექნება საუბარი), დღეს პოსტკოლონიური თეორიით… ვრცლად

კარლ მარქსი – 1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები – გაუცხოებული შრომა

კ. მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“ ქართულ ენაზე დღემდე მკითხველთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომში წამოჭრილი საკითხები — ადამიანის არსისა და არსებობის, ადამიანისა და შრომის მიმართების, ადამიანის შრომის პროცესში გაუცხოების, ისე როგორც გაუცხოების სხვა სახეების — თანამედროვე აზროვნების ყველაზე აქტუალურ საკითხებს ეხმიანებიან. ამ ნაშრომის აღმოჩენისა და გამოქვეყნების შემდეგ მარქსიზმის წინააღმდეგ მეოცე საუკუნის ბურჟუაზიულ მოაზროვნეთა მიერ წამოყენებული ბრალდება, რომ თითქოს კ. მარქსს არა აქვს ადამიანის შესახებ მოძღვრება,… ვრცლად