ილია ბუდრაიტსკისი – სიცხადის საზარელი ძალა. ვკითხულობთ ივან ილინს
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ მისი ფავორიტი მოაზროვნე მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე რუსი ფილოსოფოსი — ივან ილინი (1883 – 1954) იყო, ამ ფიგურის მიმართ ინტერესი ფრიად გაიზარდა. გადაჭარბებული არ იქნება, ილინი, ზოგადად, შავბნელ რეაქციონერად, ირაციონალისტად და ნაცისტურ იდეოლოგიასთან დაახლოებულ მოაზროვნედ მოვიხსენიოთ. ამის მიუხედავად, ილინის შემოქმედებაში შესამჩნევია ჰეგელიანური ტერმინოლოგიის სიჭარბე და შეგვიძლია, ის მემარჯვენე ჰეგელიანიზმის ფართო ჩარჩოშიც მოვათავსოთ, რადგან ჰეგელის ღრმა დიალექტიკურობის მიუხედავად, რომლითაც… ვრცლად
ბორის კაგარლიცკი -„მულტიპოლარობის“ ჰობსიანური სამყარო
რუსი პოლიტიკური პატიმარი, სოციოლოგი ბორის კაგარლიცკი ციხის საკნიდან აღწერს იმ პლანეტარულ ხდომილებას, რასაც რიგი მიმომხილველები „მულტიპოლარულ“ სამყაროს უწოდებენ. მულტიპოლარული სამყაროს უსახობა და უსამართლობა კაგარლიცკიმ თავის თავზე გამოსცადა. ამა წლის თებერვალში მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პუტინის რუსეთმა, „ტერორიზმის გამართლების“ აბსურდული ბრალდებით. მიუხედავად დაპატიმრებისა, კაგარლიცკი მაინც ახერხებს გარესამყაროსთან კონტაქტს და არსებული ვითარების ანალიზს. წინამდებარე წერილში ავტორი ლაპარაკობს შედარებით ბოლო ხანებში მომძლავრებულ კონსერვატორულ ტალღაზე, რომელიც მისივე სიტყვებით, „ტოტალიტარულად აგრესიულია“. კაგარლიცკის წერილი, ბოლო ჟამს… ვრცლად
დავით გალაშვილი – ძალადობის პრობლემა
ძალადობა ზუსტად იმ ხნისაა, რაც ცივილიზაცია. ის ხან ბუნებრივად და თანდაყოლილად გვეჩვენება, ხანაც გარედან თავსმოხვეულად. ძალადობის საკითხის გარშემო ტრიალებს რელიგიური, პოლიტიკური, ისტორიული ენა. რელიგიური თხრობა ყვება ღმერთების ძალადობაზე, მხოლოდ ერთეულებს თუ ჰყოფნით სიმამაცე წინააღმდეგობისთვის; პოლიტიკური თხრობა სუვერენის ძალადობას აკანონებს, ძალადობა წესრიგია, მასზე მიტანილი იერიში – ქაოსი; ისტორია ძალადობისგან თავისუფალ სივრცეს ვერ ხედავს, აბუნებრივებს მას, გვარწმუნებს, რომ ეს ჩვენი ხვედრია, ბედისწერის წინააღმდეგ წასვლა კი, ისტორიის დასასრულია! მართლაც, განა შესაძლოა, ისტორიად… ვრცლად
ლევ ტროცკი – ოპტიმიზმსა და პესიმიზმზე, მეოცე საუკუნესა და სხვა მრავალზე
ლევ ტროცკის 1901 წელს დაწერილი ტექსტი, „ოპტიმიზმსა და პესიმიზმზე“, ახალ დიდ ეპოქასთან, მეოცე საუკუნესთან, ერთგვარი შეგებებაა. ახალგაზრდა ავტორი, ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის შინაგანი წარმოსახვითი დიალოგის გზით ცდილობს, ადამიანთა მუდმივი სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, რეაქციულ პოზიციებსა და მეშჩანურ ყოველდღიურობას დაუპირისპიროს. ტექსტის გაცნობისას, ბევრს შეიძლება გაუკვირდეს მსგავსება წინა საუკუნის გარიჟრაჟზე არსებულ სულიერ მდგომარეობასა და თანამედროვე საზოგადოების მორალურ პრინციპებს შორის; დღესაც ფართოდაა გავრცელებული მეშჩანურ წვრილ-ბურჟუაზიული ხედვები პირადი ინტერესების აბსოლუტურობაზე, დღესაც გადააწყდებით იპოლიტ ტენის… ვრცლად
საბა კოხრეიძე – მეტაბოლიზმი და არამზარდი კომუნიზმი (კოჰეი საიტოს „მარქსი ანთროპოცენის დროს“)
კაცობრიობის ისტორიაში დადგა დრო, როდესაც ადამიანის ნეგატიური ზემოქმედება ბუნებაზე არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც ხელშესახებია. კლიმატის ცვლილება უკვე ყოველდღიურობაშიც შესამჩნევია. წელს ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული იდგა, გაისად – ახალი რეკორდი მოიხსნება. საქართველოში სულ ახლახანს მომხდარი შოვის ტრაგედია, როდესაც მყინვარიდან წამოსული ღვარცოფი მთელი თავისი სტიქიური მძვინვარებით თავს დაატყდა კურორტს, იმის ნიშანია, რომ გლობალური დათბობის მიერ გამოწვეული შედეგები თავად ადამიანებისთვის გახდა ხიფათის შემცველი. ბუნების რამდენიმე საუკუნოვანი ხარბი ექსპლუატაციის შემდეგ, კაცობრიობას ყოველივე თავად… ვრცლად
დავით გალაშვილი – “ათი მითი ისრაელის შესახებ”, მიმოხილვა (ნაწილი I)
ბავშვობიდან შემომრჩა ერთი ხატი, რომ სადღაც საქართველოს ახლო-მახლოს არის ომის ადგილი, ომის, რომლის არც დაწყების და არც დასრულების შესახებ, ცხადია, არაფერი ვიცოდი. მეტიც, უკვე მოზრდილსაც, როცა ისტორიით დავინტერესდი, მაინც მეტად მითო-პოეტური წარმოდგენა მქონდა ახლო აღმოსავლეთსა და იქ მიმდინარე ამბებზე. ჩემთვის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები იმდენად ბუნებრივი მდგომარეობა გახდა, რომ ამ მოვლენებს თავის და ბოლოს არმქონედ აღვიქვამდი, თითქოს არ შემეძლო რაღაც სახელმძღვანელო ძაფის პოვნა, რითაც რამეს ავხსნიდი. რაღაც პერიოდამდე აქა-იქა წაკითხულით… ვრცლად
მოსე გოგიბერიძე – “ორგანოტროპიზმი”
წინამდებარე ტექსტი ქართულ სააზროვნო სივრცეში იმ მივიწყებულ ეპიზოდს ეხება, რომელიც იდეოლოგიური ურთიერთბრძოლის, აზრთა ნაკადების სიუხვით გამორჩეულია. მეოცე საუკუნის 20-იანი წლები ქართული აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პერიოდია. გამონაკლისს არ წარმოადგენს არც ქართული ფილოსოფიური აზრი, რომელზეც ევროპიდან მომავალი თითქმის ყველა სააზროვნო ხაზი ახდენდა გავლენას. ამ წლებში ევროპასა და რუსეთში განათლებამიღებული ახალგაზრდა ქართველი ფილოსოფოსები აქტიურად რეფლექსირებენ ევროპაში მიმდინარე ფილოსოფიურ დისპუტზე, რომელსაც, ერთი მხრივ, უსადაგებენ ადგილობრივ იდეოლოგიურ ვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, იწყებენ ფილოსოფიის… ვრცლად
შალვა ნუცუბიძე – შპენგლერიდან კაიზერლინგამდე (იდეოლოგიის ევოლუცია ომის შემდგომ გერმანიაში)
დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა ქართული წიგნის ფესტივალების, წიგნის მაღაზიების დახლებზე გამოფენილ ჭრელა-ჭრულა ფილოსოფიურ ლიტერატურას. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ამ დაკვირვებულ თვალს გახარებოდა კიდეც სამამულო „წიგნის ბაზრის“ დასავლური თუ აღმოსავლური სიბრძნით დახუნძლული ნაშრომების ასე მასობრივი გავრცელება და მის მიმართ გაზრდილი ინტერესი. მაგრამ საჭიროა, უბრალოდ ეს წიგნები ზერელედ შევათვალიეროთ, ხელში უკვე ათას გზის გადაღეჭილი და გადამუშავებული ბანალური აზრების კონა შეგვრჩება, რომლებმაც საკუთარი წილი ზიანი კაცობრიობას წინა საუკუნის განმავლობაში უკვე მოუტანეს. თუმცა, როგორც… ვრცლად
თეოდორ ადორნო – მთხრობელის პოზიცია თანამედროვე რომანში
„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსის, ფრანკფურტის სკოლის წამყვანი თეორეტიკოსის, თეოდორ ადორნოს ტექსტს – „მთხრობელის პოზიცია თანამედროვე რომანში“ -, რომელიც, თავდაპირველად, გერმანულ ენაზე 1954 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მისმა ქართული თარგმანმა დღის სინათლე ჟურნალ „საუნჯეში“, 1979 წელს, იხილა. შესაძლოა, მკითხველისთვის ცოტა უცნაური იყოს რეალიზმის განსაზღვრა ადორნოს ნაწერის გავლით, რადგან, როგორც ცნობილია, გერმანელი მოაზროვნე მკაფიოდ გაემიჯნა და დაუპირისპირდა რეალიზმის ლუკაჩიუანურ გაგებას, რაც – მარქსისტულ ესთეტიკაში – ალბათ დღემდე… ვრცლად
ბრანკო მილანოვიჩი – მცირე ნარკვევი მარქსსა და კეინზს შორის განსხვავებების შესახებ
„აჩრდილის“ რედაქცია წარმოგიდგენთ თანამედროვე ეკონომისტის, ბრანკო მილანოვიჩის მცირე ზომის ესეს, რომელშიც ავტორი მარქსისა და კეინზის შეხედულებათა შედარებით ანალიზს გვთავაზობს. დღეს, სახელმწიფოს აპარატის და მისი ეკონომიკური გაძლიერების პრიმატი ე.წ მარქსისტებისთვისაც ამოსავალი წერტილია. ხშირად გვესმის მემარცხენე ბანაკში სახელმწიფოს დაცვისკენ, მისი როლის გაზრდისაკენ მიმართული მოთხოვნები, რომელიც ნეოლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ ერთადერთ იარაღად არის ხოლმე წარმოჩენილი. ასეთ შემთხვევაში, ის იდეოლოგიური თუ მეთოდური განსხვავებები, რომლებიც კეინზსა და მარქსს (მარქსიზმს) შორისაა, თითქოს ბევრისთვის იშლება და აქცენტი უფრო… ვრცლად
ა.მ კოლონტაის არქივიდან (დღიურები, წერილები)
„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ლიდერის, მარქსისტისა და ფემინისტის, ალექსანდრა კოლონტაის წერილებს, მათ შორის, ვლადიმერ ლენინისადმი გაგზავნილს. კოლონტაის წერილებში ჩანს როგორც ამერიკული სოციალისტური პარტიებისა და სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფის ანალიზი და შეფასებები, ასევე ავტორის პირადი დამოკიდებულება იმ ვითარებისა და მდგომარეობისადმი, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა შექმნა. ვფიქრობთ, ამ ისტორიული პიროვნების პირადი განცდები და დამოკიდებულებები, შესაძლოა, საინტერესო იყოს იმ უკუნი რეაქციის და უიმედობის პირობებში, რასაც სხვა ფაქტორებთან… ვრცლად
ერიხ ფრომი – ავტორიტარული პიროვნულობა
ერიხ ფრომი (1900 – 1980) – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ფსიქოლოგი და ჰუმანისტი ფილოსოფოსი. ფართო საზოგადოებისთვის ფრომის ტექსტები და გამოკვლევები, მისი ფრანკფურტის სოციალურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის შემდეგ გახდა ცნობილი და კითხვადი. გარდა ინსტიტუტში მუშაობისა, ერიხ ფრომი გახლდათ პრაქტიკოსი ფსიქოანალიტიკოსი და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფსიქოანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი. ფრომი ერთ-ერთი პიონერი იყო მარქსისა და ფროიდის დაკავშირების ცდასა და მარქსისტული სოციალური ფსიქოლოგიის თეორიული კონსტრუქციის შემუშავებაში. ერთ-ერთ თავის ადრეულ სტატიაში (The Method and… ვრცლად
ფრ. ენგელსი – ორი წერილი
საქართველოს „პოლიტიკურ სცენაზე“ ბოლო პერიოდში დატრიალებულმა მოვლენებმა, ყალბი აბსტრაქციების მასებზე თავსმოხვევამ, თითქოს, ერთი შეხედვით, გააუფერულა და მეორე პლანზე გადაიტანა კლასთა ბრძოლის ის კერები, რომლებიც ჩვენს თვალწინ მთელი სიმწვავით ამოიმართება და შემდეგ სპექტაკლის უზღვავ უფსკრულში ჩაიკარგება ხოლმე. მაგრამ, მიუხედავად სპექტაკლის ძალმოსილებისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სარჩო-საბადებლისთვის, საკუთარი საცხოვრებელი პირობების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისთვის იბრძვიან. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ კურიერების გაფიცვა, უკვე ორ კვირაზე მეტია გაფიცულია საირმის… ვრცლად
ვოლოდიმირ იშჩენკო – უკრაინული ხმები?
„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ უკრაინელი სოციოლოგის, ვოლოდიმირ იშჩენკოს წერილის – „უკრაინული ხმები?“ – თარგმანს, რომელიც თავდაპირველად New Left Review- ში გამოქვეყნდა. მოცემულ ტექსტში იშჩენკო საუბრობს იმ სტრუქტურულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღეს უკრაინის ნეოლიბერალურ სახელმწიფოს აქვს და რასაც რუსეთ-უკრაინის გამძვინვარებული ომის ფონზე, პრაქტიკულად, ყურადღება არ ექცევა. ქვეყანა, რომელმაც სამი რევოლუცია და მეზობელი ქვეყნის მიერ მისი ტერიტორიების წართმევა გადაიტანა, ჩაკეტილია ნაციონალური იდენტობის პოლიტიკაში, რომლიდან გამოსავალი ომში გამარჯვების შემთხვევაშიც თითქოსდა არ ჩანს.… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – გაუცხოებისა და მარტომყოფობის საკითხი ენდრიუ უაიეთის შემოქმედებაში
შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკული რეგიონალიზმი იბადება 1930-40-იან წლებში, დიდი დეპრესიის ჟამს, მაშინ, როდესაც არსებობის შემანარჩუნებელი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი წილი მიწის დამუშავებასა და მოსავლის მიღებასთან კავშირდება. მიმდინარეობის (რეგიონალიზმი) სულისჩამდგმელების გრანტ ჰუდისა და ჯონ სტიურტ კარის ტილოებზე სოფლის ყოველდღიურობაა გამოსახული, რომელშიც ხვნა-თესვა, სხვადასხვა თავყრილობა თუ გლეხების ოჯახური ცხოვრება იდილიურ ელფერშია გადაწყვეტილი, შესაბამისად, ფერთა პალიტრაც ხალასი, მკვეთრი და გრძნობა-გონების მყისიერად მოჯადოების პირობითაა შერჩეული. რეგიონალისტების მხატვრობა, თანადროულ ეკონომიკურსა და კულტურულ ქარტეხილებს რამდენადმე… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – პაულო ფრეიერის ‘ჩაგრულთა პედაგოგიკა’
„ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შეცვლილ იქნეს“. (კ.მარქსი, ფოიერბახის მეთერთმეტე თეზისი). ფოიერბახის მეთერთმეტე თეზისში კარლ მარქსი უპირველესად იმას გვამცნობს, რომ სამყაროზე მხოლოდ დაკვირვება და მისი არქიტექტონიკის სქოლასტიკური შესწავლა როდი კმარა, იდეები და შეხედულებები დამოუკიდებლად როდი ისხამენ ხორცს, არც ესა თუ ის ფილოსოფიური ხედვა გადმოდინდება წიგნებიდან ისტორიაში თავისთავად; თეორიულ სფეროში გაღებული ძალისხმევის კატალიზატორი პრაქსისია, განსჯილის და გააზრებულის ცხოვრებაში გადატანის უწყვეტი მცდელობა – განმსჯელი, ქმედითი სუბიექტის ვალდებულებაა.… ვრცლად
გერონტი ქიქოძე – კონსტანტენ მენიე და ხელოვნების რევოლუცია
მკითხველს ვთავაზობთ გამოჩენილი მთარგმნელის, ლიტერატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, გერონტი ქიქოძის, ჟურნალ მნათობში გამოქვეყნებულ წერილს ბელგიელი სკულპტორის – კონსტანტენ მენიეს (1831-1905) – შესახებ. ავტორი წინამდებარე ტექსტში მენიეს შემოქმედებას ევროპული კულტურის ფართო კონტექსტში განიხილავს და 900-იანი წლების ევროპული ხელოვნების კრიზისის მიზეზების შესახებაც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია ვისაც თანამედროვე ევროპიული კულტურის ზოგადი ხასიათის გაგება სურს, მან უწინარეს ყოვლისა ტექნიკას უნდა მიმართოს და არა ხელოვნებას; იმიტომ, რომ ევროპიულ საზოგადოებას ნიშანდობლივს დაღს სწორედ… ვრცლად
ერნესტო ჩე გევარა – El Patojo
მკითხველს ვთავაზობთ კუბის რევოლუციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის, ერნესტო ჩე გევარას წერილს მისი მოკლული თანამებრძოლის, „El Patojo”-ს შესახებ. „El Patojo” ჩე გევარასთან ერთად გახლდათ კუბის რევოლუციის გამარჯვების თანამოზიარე, თუმცა მან რევოლუციის შემდეგ ჰავანა დატოვა და, თავის სამშობლოში, გვატემალაში პარტიზანულ ბრძოლებში ჩაერთო. „El Patojo“-ს გარდაცვალების ცნობა 1962 მარტში გავრცელდა. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიით, გვატემალელი პატრიოტების, მათ შორის, ხულიო რობერტო კასერესის სიკვდილის შესახებ გადმოსცეს. სიკვდილი ხშირი მოვლენაა რევოლუციონერის რთულ… ვრცლად
დავიდ რიაზანოვი – კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ლიტერატურული მემკვიდრეობის ახალი მასალები
„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ გამოჩენილი რუსი რევოლუციონერისა და პიონერი მარქსოლოგის, დავიდ რიაზანოვის (გოლდენდახის) მოხსენებას მარქსისა და ენგელსის არქივის მოკვლევა/ძიების შესახებ. კოლოსოლურია დავიდ რიაზანოვის წვლილი მარქსისა და ენგელსის შემოქმედებითი დანატოვარის გადარჩენასა და შენახვაში; მის სახელთანაა დაკავშირებული კლასიკოსების არაერთი დაკარგული თუ მივიწყებული ტექსტის აღმოჩენა და გამოქვეყნება, თუნდაც ისეთი ფუნდამენტალური ნაშრომებისა, როგორიცაა „გერმანული იდეოლოგია“, „1844 წლის ხელნაწერები“ , „ბუნების დიალექტიკა“. რიაზანოვის სახელს უკავშირდება ასევე 1921 წელს მარქს-ენგელსის ინსტიტუტის დაფუძნება, სადაც მან, კოლეგებთან ერთად, … ვრცლად
გივი გაჩეჩილაძე – ანატოლ ფრანსი
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ ქართველი ლიტერატურათმცოდნისა და მთარგმნელის, გივი გაჩეჩილაძის (1914-1974) პატარა წერილს დიდი ფრანგი მწერლის, ანატოლ ფრანსის, შესახებ. წერილში მიმოხილულია ანატოლ ფრანსის ლიტერატურისათვის საეტაპო ნაწარმოებები, რომლებშიც – რეალისტური ტრადიციების მემკვიდრე – მწერალი აშიშვლებს თავისი დროის საფრანგეთის სოციალურ პათოლოგიებს და თავისი თანამედროვე საზოგადოების პრობლემატიკას ზოგადსაკაცობრიო დილემებს უსადაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ანატოლ ფრანსის ნაწარმოებები გაჟღენთილია უკიდურესი სკეპტიციზმითა და ადამიანის ბედნიერი მომავლისადმი ღრმა დაეჭვებით, მისი ტექსტები გვეხმარება იმ ბურუსით მოცული სივრცეების… ვრცლად
გიგი ბერიძე – რეცენზია წიგნზე „სტალინი: გზა რევოლუციისკენ’’
რონალდ გრიგორ სიუნის წიგნმა „სტალინი: გზა რევოლუციისკენ’’ – რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2020 წელს გამოსცა, რამდენიმე დღის წინ პრესტიჟული ჯილდო მიიღო, რომელსაც ისტორიკოსებს გადასცემენ გამორჩეული ნაშრომის შექმნისათვის და რომელიც ცნობილი ისტორიკოსის და რუსეთის რევოლუციური ეპოქის მკვლევარის, ისააკ დოიჩერის სახელს ატარებს. რონალდ გრიგორ სიუნი სომხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერია, რომელმაც თავისi აკადემიური კარიერა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის რუსეთის იმპერიის და სსრკ-ს კვლევას დაუთმო. ცხადია, მის ფოკუსში რუსეთის პერიფერიებიც მოექცნენ.… ვრცლად
ვლადიმერ სვანიძე – ენგელსის პირველი ნაბიჯები
(ნაწყვეტი წიგნიდან გენიოსის სიჭაბუკე) კრიტიკული დამოკიდებულება მამათა რწმენისა და არსებული წყობილებისადმი ფ. ენგელსმა პირველად გამოამჟღავნა გრებერებთან მიმოწერასა და ლიტერატურულ დებიუტში — „წერილები ვუპერტალიდან“. ეს წერილები დაიბეჭდა კ. გუცკოვის „გერმანული ტელეგრაფის“ 1839 წლის მარტისა და აპრილის ნომრებში, პირველი ორი — ანონიმურად, სოლო მესამე — ფ. ოსვალდის ხელმოწერით. „წერილებში“ ახალგაზრდა ენგელსმა ფარდა ახადა ვუპერტალის[1] „წყვდიადის სამეფოს“, სადაც ომობენ მხოლოდ თეოლოგიური კალმები და ჭორიკანა ბებრუცუნები, ხოლო პიეტისტი პასტორები გონებას უბნელებენ თავიანთ… ვრცლად
ალექსანდრე წულუკიძე – ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში[1]
„ფირალი დავლაძე“ ლალიონისა[2][3] („მოამბე“ 1895 წ. IV — V) აჩრდილის სარედაქციო კოლეგია მკითხველს სთავაზობს ქართველი მარქსისტი პუბლიცისტისა და რევოლუციონერის ალექსანდრე წულუკიძის (1876-1905 წწ.) წერილს ლალიონის „ფირალი დავლაძის“ შესახებ, რომელიც თავის დროზე გაზეთი კვალის ფურცლებზე გამოქვეყნდა. მხატვრული ნაწარმოების გავლით წერილის ავტორი მსჯელობს მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის საქართველოს კლასობრივი და სოციალური დაძაბულობების შესახებ. წულუკიძე შემთხვევით არ ირჩევს ლალიონის ტექსტს, როგორც საზოგადოების მეტ-ნაკლებად ამრეკლავ სარკეს, რომელშიც, ერთი მხრივ, გაშუქებულია აწ უკვე ღონემიხდილი თავადაზნაურული… ვრცლად
ფრიდრიხ ენგელსი – ბრუნო ბაუერი და ადრინდელი ქრისტიანობა
ფრიდრიხ ენგელსის წერილი „ბრუნო ბაუერი და ადრინდელი ქრისტიანობა“ პირველად გამოქვეყნდა 1882 წელს „სოციალ-დემოკრატში“. ენგელსმა ეს მცირე გამოკვლევა იმავე წლის აპრილში გარდაცვლილ გერმანელ პუბლიცისტსა და მემარცხენე ჰეგელიანელს, ბრუნო ბაუერს (1809 – 1882) მიუძღვნა. ენგელსი აფასებს რა ბაუერის წვლილს ქრისტიანობის იდეურ-მსოფლმხედველობრივი ბაზისის გამოკვლევაში, წინამდებარე წერილში ლაკონიურად მიმოიხილავს იმ მატერიალურ და სოციალურ წანამძღვრებს, რომლებმაც ქრისტიანობის გაბატონებულ რელიგიად ქცევას შეუწყვეს ხელი. ტექსტი იმითაც არის საინტერესო, რომ ის რადიკალურად ემიჯნება მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც, ქრისტიანობა ისტორიულად… ვრცლად
ვ. ი. ლენინი – გერცენის ხსოვნას[1]
100 წელი გავიდა გერცენის[2] დაბადებიდან. მის ხსოვნას აღნიშნავს მთელი ლიბერალური რუსეთი, თანაც დაკვირვებულად უვლის გვერდს სოციალიზმის სერიოზულ საკითხებს, გულმოდგინედ ფარავს, რით განსხვავდებოდა რევოლუციონერი გერცენი ლიბერალისგან. გერცენს იხსენიებს მემარჯვენე პრესაც, რომელიც ცილისწამებით ირწმუნება გერცენი სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში მოშორდა რევოლუციასო, ხოლო საზღვარგარეთულ, ლიბერალურ და ნაროდნიკულ სიტყვებში გერცენის შესახებ ფრაზების მეტი არაფერია. მუშათა პარტიამ უნდა მოიხსენიოს გერცენი არა ობივატელური ქება-დიდებისათვის, არამედ თავისი ამოცანების გასარკვევად, იმ მწერლის ნამდვილი ისტორიული ადგილის გასარკვევად, რომელმაც უდიდესი… ვრცლად
მერი ჭელიძე – ერიხ ფრომის „ილუზიების მიღმა მხარე“
წინამდებარე ტექსტში, ქართველი ფილოსოფოსი მერი ჭელიძე (1923 – 2011) ზოგად ხაზებში ახასიათებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალ-თეორეტიკოსის, ერიხ ფრომის, კრიტიკულ მიმართებას მეოცე საუკუნის მომხმარებელი ადამიანისადმი და იმ ეკონომიკური ფორმაციისადმი, რომელიც ადამიანის დეჰუმანიზაციას და მისი ფლობის მანიით დაავადებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ე. ფრომის მსჯელობები, ხშირ შემთხვევაში, აცდენაშია რევოლუციური მარქსიზმის მოძღვრებასთან და უახლოვდება კაპიტალისტური ფორმაციის წვრილ ბურჟუაზიულ კრიტიკას (რომელიც კატეგორიულად უარყოფს საზოგადოებრივი გარდაქმნის რევოლუციურ გზას), ვფიქრობთ, რომ ე. ფრომის… ვრცლად
მაქსიმ გორკი – ზნეობის ქურუმი
მაქსიმ გორკი დაიბადა ნიჟნი-ნოვგოროდში 1868 წელს. გორკის საკმაოდ მძიმე პირობებში მოუწია ბავშვობის გატარება, მას მოუხდა სკოლის სამუდამოდ დატოვება და მუშაობის დაწყება. გორკიმ 1884 წელს სცადა ყაზანის უნივერსიტეტში შესვლა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ყაზანში ცხოვრების პერიოდი მეტად მნიშვნელოვანია მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ყაზანშივე დაუახლოვდა ის რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, გაეცნო ფედოსეევს, – ყაზანში მარქსისტული წრეების დამაარსებელს. აქვე გაეცნო ის „კომუნისტური პარტიის მანიფესტს“, „კაპიტალის“ პირველ ტომს, გეორგ პლეხანოვის ნაშრომებს. უკვე 1889 წელს… ვრცლად
ლევ ტროცკი – რევოლუციის ახალი ეტაპი
გთავაზობთ ლევ ტროცკის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წინააღდეგობრივი პიროვნების, 1924 წელს ჟურნალ „მნათობში“ ქართულად თარგმნილ და გამოქვეყნებულ მოხსენებას, „რევოლუციის ახალი ეტაპს“. მოცემული ტექსტი ერთგვარ გზამკვლევადაც შეიძლება გამოგვადგეს 20-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა ძალაუფლების ვერტიკალში დასავლური კულტურის და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მიმართ დამოკიდებულების გასაგებად. მოხსენების პირველი ნაწილი, რომელშიც ტროცკი ინგლისის, იმ დროინდელი დასავალური კაპიტალიზმის ლოკომოტივის კულტურის შესახებ მსჯელობს, მეტად საინტერესოა თავისი კრიტიკული მიდგომით. რევოლუციონერი მშვენივრად ამჩნევს ბრიტანულ იმპერიალიზმში… ვრცლად
კ. მარქსი – ჰეგელის დიალექტიკისა და საერთოდ ფილოსოფიის კრიტიკა (ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები)
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია აქვეყნებს კ. მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“-ს უკანასკნელ და, ამავე დროს, ყველაზე ჩახლართულ და ჰეგელიანური ტერმინოლოგიით დამძიმებულ თავს. ჩვეულებისამებრ, მარქსი ჰეგელის შესახებ თავს იწყებს კრიტიკით, ამჯერად კრიტიკის ობიექტებად გვევლინებიან ე.წ კრიტიკული სკოლის წარმომადგენლები, ბრუნო ბაუერი და Die Freien. კრიტიკული სკოლის წარმომადგენლები, ჰეგელის ეპიგონები, საკუთარ თავს ჭეშმარიტების მფლობელთა რიგებს მიათვლიდნენ და ნამდვილი სინამდვილის სამყაროს მცხოვრებლებად რაცხავდნენ, ხოლო დანარჩენებს უწოდებდნენ „ბრბოს“, განურჩეველ მასას. კრიტიკულ სკოლას საკუთარ მისიად ესახებოდა სამყაროს… ვრცლად
კიტა მეგრელიძე – გერმანიის კაპიტალიზმის კრიზისი (წერილი გერმანიიდან)
ეჭვგარეშეა, რომ კიტა (კონსტანტინე) მეგრელიძე მეოცე საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. განსაკუთრებულად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ის ქართული მარქსიზმისთვის (თუ ამ ტერმინის გამოყენება ვალიდურობას მოკლებული არაა). სამწუხაროდ, მეგრელიძის შემოქმედება ობიექტური მიზეზების გამო, საკმაოდ მწირია, რაც მის გადასახლებასა და ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალებას (1900-1944) უკავშირდება, თუმცა, მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია ის მცირე დანატოვარიც, რაც ფილოსოფოსისგან შემოგვრჩა. მისი ძირითადი ნაშრომი „აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები“ დაწერიდან მხოლოდ თითქმის 30 წლის შემდგომ, 1965 წელს გამოქვეყნდა. რეაბილიტაციის… ვრცლად
ოთარ ჯიოევი – თანამედროვე კაპიტალიზმი და ბურჟუაზიული პროპაგანდა
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბურჟუზიული წრეებიდან გამოსულ სოციოლოგებსა და თეორეტიკოსებში, სულ უფრო პოპულარული გახდა აზრი ისტორიის დასასრულისა და იდეოლოგიური დაპირისპირების ეტაპის გადალახვის შესახებ. კომუნიზმისა და სოციალიზმის დასასრულს ყოველი მხრიდან წინასწარმეტყველებდნენ, ისტორია კი ბოლო წამებს ითვლიდა და გამარჯვებულ იდეოლოგიას, ერთპოლუსიან მსოფლიოს უთმობდა ასპარეზს, მსოფლიოს, რომელშიც მეტად აღარ იარსებებდა სოციალური და პოლიტიკური დაძაბულებები. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც – საქართველოში მეტად ცნობილმა და დაფასებულმა – ფრენსის ფუკუიამამ… ვრცლად
მაიკლ რობერტსი – სურსათი, შიმშილი და ომი
უკრაინა – რუსეთის ომმა, გლობალური მასშტაბით, ხორბლის წარმოებისა და დისტრიბუციის პრობლემა შექმნა. შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სურსათზე ფასების ყველაზე დიდი ზრდა მივიღეთ. ამ მოვლენის გამო, ზიანი, პირველ რიგში, მესამე სამყაროს ქვეყნებს მიადგათ. ეს კრიზისი, განსაკუთრებით, აფრიკის კონტინენტს შეეხო. აფრიკულმა კავშირმა აფრიკის რეგიონი ომში დაზარალებულად გამოაცხადა და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისთვის სანქციები მოეხსნათ, რათა ხორბლის მიწოდების აღდგენა შესაძლებელი გამხდარიყო. სავარაუდო დათვლებით, სასურსათო კრიზისის შედეგად, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ყოველდღიურად არასაკმარის საკვებს… ვრცლად
საბა კოხრეიძე – ნაცარქექიას ზღაპრის კიდევ ერთი გადახედვა
ზვიად გამსახურდიამ ქართული ზღაპრის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის, ნაცარქექიას, შესახებ მეტად ორიგინალური მოსაზრება გამოთქვა: „(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი… ვრცლად
ჰაინრიხ ჰაინე – განთავისუფლება
საფრანგეთის რევოლუციის ღვიძლი შვილი ლუი ანტუან სენ-ჟიუსტი, რევოლუციამვე რომ მოინელა, 1793 წელს ამბობდა: „მალე განათლებული ერები მათ გაასამართლებენ, ვინც აქამდე ბატონობდა. მეფეები უდაბნოებში გაიქცევიან, იმ ველური ცხოველების მარაქაში გაერევიან, რომელთაც ასე ძალიანა ჰგვანან.” ყოფილი ბატონებისა და მეფეების გასამართლების სიმბოლური მომენტი კი ბასტილიის ციხის აღების დღე და 14 ივლისია. ეს არის თარიღი, რომელიც „ისტორიული დროის ამჩქარებლის ფუნქციას ასრულებს. საბოლოოდ, ეს ერთი დღე გვიბრუნდება კვლავ და კვლავ – უქმე დღეთა სახით, რომლებიც… ვრცლად
კარლ მარქსი – ფილოსოფიის სიღატაკე (შვიდი შენიშვნა)
კ. მარქსის ნაშრომთაგან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე, რომელიც იდეათა ისტორიამ, ერთი შეხედვით, მეორე პლანზე გადაისროლა, მარგინალიაზე მიჩქმალა, თუმცა მარქსისტული აზრის და მსოფლხედვის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ მივიწყებული ფრაგმენტები ხელახლა გამოამზეუროს და კვლავ გამოიტანოს განმსჯელი გონების წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ 1847 წელს გამოცემული ნაშრომი, „ფილოსოფიის სიღატაკე“, ამ შედარებით არაპოპულარული ტექსტების რიგშია. ხსენებული ნაშრომი მიმართულია ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – პრუდონის წინააღმდეგ. მარქსი პრუდონს ჯერ კიდევ 1844 წელს გაეცნო პარიზში. ურთიერთობის პროცესში თანდათანობით… ვრცლად
საბა კოხრეიძე – „რომანის თეორია“ და ტოტალობა
გეორგ ლუკაჩის ადრეული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად „რომანის თეორია“ უნდა ჩაითვალოს, თუმცა თავად ავტორს გადაწყვეტილი ჰქონდა, ხსენებული ტექსტი მხოლოდ ფიოდორ დოსტოევკისადმი მიძღვნილი ნაშრომის შესავალი ყოფილიყო. როგორც თავად უნგრელი ფილოსოფოსი მოგვიანებით იტყვის, „რომანის თეორია“ კანტიანური ფილოსოფიიდან ჰეგელიანურ ფილოსოფიაზე გადასვლა გახლდათ, რაც, პირველ რიგში, გამოიხატებოდა დროის მიღმა მყოფი ფორმის, ესთეტიკის ისტორიულ კატეგორიებად გარდაქმნით. წიგნის პირველი ნაწილი, მაგალითად, ეპიკური ტოტალობისა და დრამის შედარებაა, სხვა სიტყვებით, ეპიკურობისა და რომანის ისტორიულ-ფილოსოფიური მოხელთება. თუმცა, ამასთან… ვრცლად
ბენიტო ბუაჩიძე – ქართული სიმბოლიზმი
ბენიტო ბუაჩიძე ქართული საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკის პირველი თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ბენიტო ბუაჩიძე წლების განმავლობაში სათავეში ედგა პროლეტარულ მწერალთა ასოციაციას და თავის კრიტიკულ წერილებში იცავდა ლიტერატურის პარტიულობის პრინციპს. ბუაჩიძის წერილები, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევენ მძაფრი პოლიტიკური პათოსით, მისწრაფებით, რომ ლიტერატურაში დამკვიდრდეს კომუნისტური თვალსაზრისი, იდეურობა. ბუაჩიძე, ასევე, აქტიურად ამხელს ყოველგვარი ანტირეალისტურ ტენდენციებს. ბენიტო ბუაჩიძის კრიტიკული წერილები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევიან იმ პროცესებზე, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში ხდებოდა 20-იან და 30-იან წლებში. ბუაჩიძე… ვრცლად
გიორგი ჯავახაძე – ნიკოლოზ ბარათაშვილი-რევოლუციური რომანტიკოსი
ვუძღვნი ჩემი მასწავლებლის, რამაზ ჭილაიას, ნათელს ხსოვნას ხელოვნება, კაცობრიობის მხატვრული აზროვნების უწყვეტი და განუცალკევებელი ჯაჭვია, მეცნიერება კი მისი ყველაზე კეთილშობილი დამატყვევებელი, რომელიც შემოქმედსა და მის შემოქმედებას ისტორიის მიერ აგებულ ჟანრთა ციხესიმაგრეებში ამწყვდევს. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა მხატვრული სახეების დაუსრულებელ კარნავალში გზის გაგნება, რათა ამოგვეცნო ამ საპატიო პატიმრობის მოტივი და დანაშაული, მით უფრო, რომ ხელოვნების ნებისმიერი აჩრდილი, ბრმა და გზააბნეული იქნებოდა, ისტორია რომ მის პრიზმაში უთვალავი ფერის შუქს არ ასხივებდეს. მაშასადამე, ყველა… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – ჯონ სტაინბეკის „მრისხანების მტევნები“
ჯონ სტაინბეკის ეპოქალური რომანის „მრისხანების მტევნების“ დასაწყისში გარემოს ვრცელი და მრავლისმეტყველი აღწერა არც უბრალოდ მკითხველის სიუჟეტში შეტყუებისა, მით უფრო, არც მხოლოდ ესთეტიკური სხეულის გამოძერწვის მიზანს ემსახურება. შრომის, ადამიანისა და ბუნების დაკავშირებულობის ამსახველი მონაკვეთი შესაძლოა მონათხრობის მარქსისტული პერსპექტივიდან დახასიათებას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ გარემოებებთან ერთად ადამიანის განსაზღვრაში, მისი გზისა და ბედისწერის გამოძერწვაში მიწისა და ბუნების მეტისმეტი „ბრალეულობა“ იკითხება. და თუ კითხვა დაესმის დოვლათის გადანაწილების პოლიტიკას, – კაპიტალიზმში გამეფებულ უსამართლო… ვრცლად
ზურაბ კაკაბაძე – ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ზურაბ კაკაბაძე, იმ პერიოდის ქართულ სააზროვნო სივცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ის პიონერად მრავალი მიმართულებით ითვლება, მაგალითად, მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ცნების თუ სააზროვნო პარადიგმის ქართულ სააზროვნო სივრცეში შემოტანა. ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ფილოსოფიური საკითხი, როგორიცაა ექსისტენციალური კრიზისი, ქართულ ფილოსოფიურ წრეებში, პირველ რიგში, სწორედ ზურაბ კაკაბიძის სახელთან ასოცირდება. ასევე, ფილოსოფოსი ავტორია არა ერთი ნაშრომისა, განსაკუთრებით უნდა აღვინშნოთ, ედმუნდ ჰუსერლის ფილოსოფიის შესახებ მისი ნარკვევი „ექსისტენციური კრიზისის… ვრცლად
1968 წელი საფრანგეთში
ხუთ დეკადაზე მეტი ხნის წინ საფრანგეთში აზვირთებულმა რევოლუციურმა ტალღამ ევროპის გაბატონებული კლასი შეარყია. 1968 წლის მოვლენამ რევოლუციური მოძრაობებისთვის ახალი ჰორიზონტი და შესაძლებლობები გახსნა. წინამდებარე ინტერვიუში ჯონ ლისტერი ესაუბრება სტუდენტური მოძრაობის ყოფილ ლიდერს, დენიელ ბენსაიდს. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია იმედოვნებს, რომ 1968 წლების ერთ-ერთი მონაწილის რეტროსპექტიული მზერა სასარგებლო იქნება დღევანდელი სტუდენტური მოძრაობისთვისაც, რომელიც ჯერ-ჯერობით პირველ ნაბიჯებს დგამს და მთელი რიგი სისუსტეებისა და შეზღუდულობის მიუხედავად კვლავაც ახერხებს სოციალური საკითხების დღის წესრიგში შენარჩუნებას. აჩრდილის… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – სასაქონლო ფეტიშიზმი
სამომხმარებლო ეთოსზე მსჯელობა შეგვიძლია მე-19 საუკუნის შუა რიცხვებიდან დღემდე, კაპიტალიზმის წიაღში აღმოცენებული ინდუსტრიული რევოლუციებიდან – პოსტინდუსტრიული ფინანსური კაპიტალიზმის თანადროული ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარების კონტექსტში მოვიაზროთ. ერთგვარი ეპისტემური ორიენტირებისათვის უმჯობესია კაპიტალისტური მოდერნულობის რამდენიმე საკვანძო ნიშანი დავასახელოთ: კონსუმერიზმი, ველური კონკურენცია, წარმატებულობის ეთიკა. სამივე პრინციპი ერთიანი სხეულის ნაწილებად უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც ერთმანეთზე მუდმივად და სხვადასხვა ინტენსივობით მოქმედებს, თითოეული ელემენტი, მეორე მათგანის გარკვეულ მოდიფიკაციას აპირობებს და მაინც, საინტერესოა სად გვხვდება პირველი ფუნდამენტური თეორიული… ვრცლად
ბერტოლტ ბრეხტი – მწერალი
ბერტოლტ ბრეხტი გერმანელ მწერალთა შორის პოლემიკური სატირის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ორიგინალური ოსტატია თავისი მარჯვე სარკაზმისა და გონებამახვილობის შეუდარებელი ძალით. ბრეხტი დაიბადა 1898 წელს აუგსბურგში. მან ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა თეატრალური ხელოვნებისადმი მისწრაფება. იგი უბრალო სცენისმოყვარეობიდან მივიდა პროფესიულ თეატრთან და 1918 — 1922 წლებში იყო გერმანიის მთელი რიგი თეატრების რეჟისორი და ლიტერატურული ნაწილის გამგე. სცენა აღმოჩნდა ის გზა, რომელმაც ახალგაზრდა ბრეხტი ლიტერატურასთან მიიყვანა. 1923 წელს დაიდგა მისი პირველი პიესა — „ღამის დაფდაფები“.… ვრცლად
ინტერვიუ გეორგ ლუკაჩთან
გამორჩეული მარქსისტი ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი, გეორგ ლუკაჩი, თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, საკუთარი მოღვაწეობის, განვლილი წლებისა და ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ მარქსისტული თეორიის განვითარების შესახებ საუბრობს. ინტერვიუში უნგრელი მოაზროვნე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გავლენაზე, რაც მარქსისტთა მთელ პლეადაზე იქონია პირველმა მსოფლიო ომმა, და რაც (ეს გავლენა), ასევე შემოქმედებითად გაიშალა მის ადრეულ არამარქსისტულ ნაშრომში – „რომანის თეორია“. საინტერესოა ლუკაჩის კავშირი მესამე ინტერნაციონალთან, რომლის დროსაც ის პირადად გაეცნო რუსული რევოლუციის მოწინავე ფიგურებს. გეორგ… ვრცლად
დ. ვალოვოი, გ. ლაპშინა – სოციალური ფილოსოფიის აქსიომა
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ დიდი ფრანგი უტოპისტ-სოციალისტის, შარლ ფურიეს, შესახებ დაწერილ პატარა ჩანახატს, რომელშიც ავტორები, ერთი მხრივ, ხაზავენ ფურიეს პიროვნების ზოგიერთ შტრიხს, ხოლო, მეორე მხრივ, მარქსიზმის კლასიკოსების მეშვეობით მწყობრად და ლაკონიურად გადმოსცემენ ფურიეს საზოგადოებრივ და პოლიტ-ეკონომიურ შეხედულებებს. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შეექმნას მარქსიზმამდე არსებული რევოლუციური მოსაზრებების შესახებ, ძლიერთა ამა ქვეყნისათა უღლისგან ხალხის განთავისუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაზე, რომელიც, შესაძლოა, მთელ რიგ საკითხებში მოიკოჭლებდა, მაგრამ, რაც მთავარია, იღწვოდა უკეთესი… ვრცლად
გეორგ ლუკაჩი – მორალის როლი კომუნისტურ წარმოებაში[1]
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ მარქსისტი თეორეტიკოსის, გეორგ ლუკაჩის (1885-1971), 1919 წელს დაწერილ სტატიას, რომელშიც ლუკაჩი მორალს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ლუკაჩი ფიქრობს, რომ მორალი ის კომპონენტია, რომელიც რევოლუციას ბიუროკრატიულ მაშინერიაზე დაქვემდებარებისაგან, ფორმალურ-აბსტრაქტული სამართლებრივი წესრიგისაგან დაიცავს. წინამდებარე სტატია ნაწილია იმ საკმაოდ მრავალშრიანი პერიოდისა, რომელიც ფართო მკითხველისთვის შეჯამებულია კრებულში „Taktik und Ethik“. კრებული წარმოადგენს 1919-1929 წწ.-ით დათარიღებულ პოლიტიკურ ესეებს, რომლებშიც ლუკაჩი – თეორიული საკითხების გარდა – მიმოიხილავს ოციანი წლების პოლიტიკურ და… ვრცლად
პოლ ლაფარგი – მოგონებები მარქსზე
ის კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა, მე ვეღარ ვნახავ იმის მსგავსსა ჩემს სიცოცხლეში. (შექსპირი. „ჰამლეტი“) კარლ მარქსი პირველად 1865 წლის თებერვალში ვნახე. 1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში. სენტ-მარტინს ჰოლში გამართულ კრებაზე დაარსდა პირველი ინტერნაციონალი, 1865 წლის თებერვალში პარიზიდან ლონდონში ჩავედი, რათა მარქსისათვის შემეტყობინებინა იმ წარმატებების ამბავი, რომელსაც იქ ახალგაზრდა ორგანიზაციამ მიაღწია. სარეკომენდაციო წერილი ბ-ნმა ტოლენმა[1] — ბურჟუაზიული რესპუბლიკის ახლანდელმა სენატორმა — მომცა. მაშინ 24 წლისა ვიყავი. ჩემს სიცოცხლეში ვერ… ვრცლად
გეორგ ვეერთი- „გერმანელი პროლეტარიატის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი”
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია ახალი სერიის – რევოლუციური პოეზიის – ფორმატში გთავაზობთ მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გერმანელი პოეტის, გეორგ ვეერთის (1822-1856), ლირიკულ ნაწარმოებებსა და ფრ. ენგელსის „სოციალ-დემოკრატში“ გამოქვეყნებულ წერილს. ენგელსი ვეერთს იხსენიებს, როგორც „გერმანელი პროლეტარიატის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან პოეტს“. გეორგ ვეერთს პირადი მეგობრობა ჰქონდა მარქსსა და ენგელსთან. ის ჩართული იყო 1848 წლის რევოლუციურ მოვლენებში და გახლდათ „ახალი რაინის გაზეთი“-ს რედაქციის წევრი. ვეერთმა საკუთარი ლიტერატურული მოღვაწეობა მარქსისა და ენგელსის გაცნობამდე დაიწყო. საწყის… ვრცლად
დავით გალაშვილი – სტუდენტური პროტესტი და სამოქალაქო საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროტესტის ტალღა, სულ ახლახან, კიდევ ერთხელ აგორდა. ამჯერად სტუდენტები განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას აპროტესტებენ. ადრესატი კვლავაც ხელისუფლების მიერ ხელდასხმული რექტორია, რომელიც უნივერსიტეტს მართავს, როგორც კერძო კორპორაციას, როგორც რიგით კანტორას. მისთვის უნივერსიტეტი მორიგი „კარიერული გამოწვევაა“, როგორც სამამულო „კარიერული წინსვლის“ მანიით შეპყრობილი და შემთვრალი უსახო მავანები იტყვიან ხოლმე. რთული დასაჯერებელია, უნივერსიტეტის რექტორმა არ იცოდეს, რომ რაიონებში მცხოვრებ სტუდენტებს მართლაც გაუჭირდებათ თბილისში სახლის ქირაობა და დედაქალაქში თავის გატანა; რთული… ვრცლად
კარლ მარქსი – 1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები – კომუნიზმი
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია აგრძელებს მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“-ს გამოქვეყნებას. გაუცხოებული შრომის თავის შემდგომ, გთავაზობთ კომუნიზმის შესახებ ნაწილს. ხელნაწერის ეს მონაკვეთი რამდენიმე რამის გამო იქცევს მკითხველთა ყურადღებას. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მარქსი აქ ვრცლად საუბრობს კომუნიზმის არსის შესახებ, ერთმანეთისგან განარჩევს უხეში კომუნიზმის საფეხურსა და იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი დაბრუნებულია საკუთარ თავთან, როდესაც წინააღმდეგობა ბუნებასა და ადამიანს, ადამიანსა და ადამიანს შორის გადაჭრილია, დასრულებული ნატურალიზმი ჰუმანიზმია, ხოლო დასრულებული ჰუმანიზმი ნატურალიზმია. თუმცა სანამ… ვრცლად
ვ. ი. ლენინი – სტუდენტობის მოძრაობა და თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობა
სტატია „სტუდენტობის მოძრაობა და თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობა“ ვ. ი. ლენინმა დაწერა 1908 წლის სტუდენტობის მოძრაობის ერთ-ერთი წინამძღოლის წერილის საპასუხოდ. იმ დროის სტუდენტობის მოძრაობა მიმართული იყო სახალხო განათლების მინისტრის შვარცის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა უნივერსიტეტის თვითმმართველობის ნაშთებს და მიისწრაფოდა მოესპო 1905 წელს მოპოვებული სტუდენტობის ყველა „თავისუფლება“. სტუდენტობის ამ მოძრაობას სათავეში ედგნენ სტუდენტობის კოალიციური საბჭოები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატები თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ეს საბჭოები არ ასახავდნენ სტუდენტთა მასების… ვრცლად
კარლ მარქსი – ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის (შესავალი)
ტექსტი, რომელსაც აჩრდილის რედაქცია თავის მკითხველს სთავაზობს, გამოქვეყნებულია „გერმანულ-ფრანგული წელიწდეულის“ ერთადერთ გამოსულ ნომერში, რომლის გამოცემაც დაიწყო მარქსისა და ახალგაზრდა ჰეგელიანელთა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლის ა. რუგეს რედაქციით 1844 წელს. ჟურნალის პროგრამის განსაზღვრისას მარქსი წერდა: „ჩვენ არ ვცდილობთ დოგმატურად განვჭვრიტოთ მომავალი, არამედ მხოლოდ გვსურს ძველი სამყაროს კრიტიკის მეშვეობით ახალი სამყარო ვიპოვოთ (…) ჩვენ როდი ვეუბნებით მსოფლიოს: „შეწყვიტე ბრძოლა, მთელი შენი ბრძოლა წვრილმანი რამ არის, ჩვენ მოგცემთ ბრძოლის ჭეშმარიტ ლოზუნგს“. ჩვენ მხოლოდ… ვრცლად
ლუი ალთიუსერი – რას იტყვის პატიოსანი კაპიტალისტი?
როდესაც მავანს ლუი ალთიუსერის (1918-1990) სახელი ესმის, უცაბედად, სახეზე ირონია ნარევი ღიმილი გადაურბენს ხოლმე და დადებითი პასუხის მომლოდინე, იკითხავს: ეგ ხომ ის არის, ცოლი რომ მოკლა? დიახ, ალთიუსერის შემზარავი ბიოგრაფიული დეტალი, ცოლის, სოციოლოგი ჰელენ რიტმანის მკვლელობაა (1980). ფილოსოფოსმა ამ ხდომილების შემდეგ ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკაში განაგრძო. ზოგიერთი დაჟინებით მოითხოვდა ალთიუსერის გასამართლებას, მაგრამ ფსიქიატრებმა დაადასტურეს, რომ ალთიუსერის ფსიქიკა შერყეული გახლდათ, მას ბრალი ვერ შეერაცხა და მკურნალობა კლინიკაში განაგრძო. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ… ვრცლად
საბა კოხრეიძე – კულტურა და ცივილიზაცია ქართული პერსპექტივიდან
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი მოვლენებით იმედგაცრუებულ ადამიანებს უთქვამთ, ქართველები დაბერებული ერი ვართო, და ეს თავისთავში ატარებდა არა წუხილს მოსახლეობის საშუალო ასაკის შესახებ (რომელიც ნამდვილად არ არის იმედის მომცემი), არამედ გულისხმობდა ერის ოდითგანვე, უძველესი დროიდანვე არსებობის ფაქტს. ამ ფრაზით, თითქოს, ჩვენი, როგორც ერის ან ეთნოსის მოახლოებული სიკვდილის გარდაუვალობისთვის წინასწარ მზაობას უნდა ვაცხადებდეთ, რომლის მთავარი მიზეზი თავად ქართველი ერის ასაკია და სხვა არაფერი. მხცოვანობის შესახებ ამ ჰიპოთეზას სრულიად არ მოეპოვება მეცნიერული… ვრცლად
საბა კოხრეიძე – ტოტალობა და ტოტალიზაცია: ცნებათა გადახედვა გეორგ ლუკაჩთან და ჟან-პოლ სარტრთან
იტალიელმა ფილოსოფოსმა ლუჩო კოლეტიმ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მარქსიზმის პერსექტივების შესახებ განაცხადა, რომ თუ მარქსიზმს, რაიმე სახის მომავალი შესაძლოა ჰქონოდა, ის ვერ დაეყრდნობოდა ისეთ ტექსტებს, როგორიც თავად კოლეტის „მარქსიზმი და ჰეგელი“ იყო (ტექსტი, რომელიც მეტად ფილოსოფიური კონცეპტების ანალიზს და კრიტიკას მოიცავდა), არამედ ის მარქსიზმის გადარჩენის შანსებს ისეთი ტექსტების შექმნაში ხედავდა, როგორიც როზა ლუქსემბურგის „კაპიტალის აკუმულაცია“, რუდოლფ ჰილფერდინგის „ფინანსური კაპიტალი“, ვლადიმერ ულიანოვ ლენინის „იმპერიალიზმი, კაპიტალიზმის უმაღლესი საფეხური“ გახლდათ.[1] კოლეტის ეს წინასწარი… ვრცლად
დავით გალაშვილი – ვისკონტის „ლეოპარდის“ კლასობრივი დასურათება
1888 წელს ინგლისელი მწერლის, მარგარეტ ჰარკნესისადმი მიწერილ წერილში, მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფრიდრიხ ენგელსი აღნიშნავდა, რომ ფრანგული საზოგადოებისა და ისტორიის შესახებ მან ფრანგი რეალისტი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანებიდან უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე გამოჩენილი ისტორიკოსების, სტატისტიკოსებისა და ეკონომისტებისგან ერთობლივად. შეიძლება, მავანმა გვისაყვედუროს, რომ მხატვრული ტექსტის ანალოგია კინოსთან მიმართებით უადგილოა, რომ კინოში მაყურებელი თვალს ადევნებს გამოსახულებას, ხოლო ტექსტის კითხვისას მას თვითონ უწევს მზერის გამძაფრება, დაძაბვა და ტექსტში აღწერილი სცენების წარმოსახვის… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – კაპიტალიზმის დამავალიანებელი ბუნება
კაპიტალიზმის დამავალიანებელი ბუნება თავს განსხვავებულ სივრცეებში ავლენს. მისი საყოველთაო და დამანგრეველი გავლენა სახელმწიფოებრივ, კლასობრივსა და ინდივიდუალურ შრეებზე აისახება და ამდენად, მისი არქიტექტონიკის, შინაგანი ლოგიკის მოხელთება ინტერდისციპლინური გაშუქების აუცილებლობითაა პირობადებული. ამავდროულად, საგულისხმოა ითქვას, რომ კაპიტალიზმის ამგვარ თვისობრიობას, გარდა მყისიერი და განგრძობითი ზემოქმედებისა, ახასიათებს ეკონომიკისა და კულტურის ძირისძირობამდე გამსჭვალვის მრავალმხრივი ეფექტი. დავალიანება, ერთი მხრივ, თუ დოვლათის აკუმულაციისა და მისი ერთეულთა ხელში დამკვიდრების ტექნოლოგიაა, მეორე მხრივ, ის დავალიანებულ სუბიექტთა პოლიტიკური მოხელთებისა და დამორჩილებული… ვრცლად
დავით გალაშვილი – აუშვიცის წყევლა
ადორნოს ცნობილი, მოსწრებული გამონათქვამის თანახმად, „აუშვიცის შემდეგ პოეზიის შექმნა ბარბაროსობაა“ (nach Auschwitz ein Gedicht zu schreiben, ist barbarisch). რა შეიძლება ვიგულისხმოთ ამ აფორიზმის უკან? ნუთუ პოეზიამ უარი უნდა თქვას თავის ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებაზე, სასოწარკვეთილთა ნუგეშისცემაზე, ამაოდ დამაშვრალთათვის იმედის მიცემასა და მომავლის რწმენის ჩანერგვაზე? ეს ფრაზა არც ცხელ გულზე წამოსრილილი ტირადის ნაწილია და ის არა მხოლოდ სამერმისოდ შექმნილი პოეზიის, არამედ ტოტალობის, მთელი სამყაროს ბარბაროსულობის შესახებ გამოთქმული მსჯავრია. ადორნო გვეუბნება, რომ… ვრცლად
დავით გალაშვილი – სახელდახელო პასუხი პუტინისტ „მემარცხენეებს“
„როცა ფილოსოფია რუხ {ზედაპირზე} რუხი {ფერით} ხატავს, ამ დროს ცხოვრების რაღაც ფორმა უკვე დაძველდა და რუხით რუხზე შესაძლებელია არა მისი გაახალგაზრდავდება, არამედ მხოლოდ შემეცნება; მინერვას ბუ ფრენას შებინდებისას იწყებს“. ასე ამთავრებს ჰეგელი თავისი „სამართლის ფილოსოფიის“ წინასიტყვაობას. ამ პასაჟით თითქოს ის ფილოსოფიის თუ კრიტიკული აზროვნების დანიშნულებასაც სახავს. რთულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ემოციური ეგზალტაციის პირობებში, ცივი გონებით განსაჯო მომხდარი, რთულია არ იყო შეძრწუნებული ნგრევის იმ მასშტაბით, რომელსაც საინფორმაციო ნაკადს მიჯაჭვულნი… ვრცლად
დავით გალაშვილი – კამერა-ობსკურა – იდეოლოგია ჰოლივუდურად
საბჭოთა კავშირის ნგრევამ, 90-იან წლებში გაჩაღებულმა სოციალურმა კონფლიქტებმა, დეინდუსტრიალიზაციამ, ინდივიდების ახალი იდეოლოგიით მოწამვლამ და ამ იდეოლოგიით საზოგადოებრივი ცნობიერების გაჟღენთვამ იმ სოციალური თუ კულტურული ქსოვილისა და ინსტიტუტების მოშლა განაპირობა, რომლითაც საბჭოთა საზოგადოება საზრდოობდა. ეს, ცხადია, ეხება კინოსაც. წარსულში ქართული კინო „პროგრესული კინოსამყაროს მხარდამხარ მიაბიჯებდა და, ამავე დროს, თავისი თვითმყოფობით“[1] აკვირვებდა მაყურებელს, ქართულ კინოს შეეძლო ისეთი გმირები და სახეები შეექმნა, როგორებიც არის გურამი – ფილმიდან „ალავერდობა“ (1962) (რომელიც გაყალბებული ტრადიციების წინააღდეგ… ვრცლად
ავთანდილ ძამაშვილი – ოქროს ციებ-ცხელება და დიდი დეპრესიის ჟამს სამხრეთის შტატებიდან დასავლეთისაკენ გადანაცვლება – „ამერიკული ოცნების“ ისტორიული და კულტურული წანამძღვრები
ჯეკ ლონდონის გამორჩეულად საინტერესო მოთხრობაში „სიცოცხლის წყურვილი“ ველური ბუნების წიაღში, „ოქროს ციებ-ცხელებას“ გადევნებული ადამიანისა და მასთან დამარტოხელებული მგლის ამბავი დაახლოებით იმ სიმძლავრის მითოლოგემაზე მიგვანიშნებს, როგორზეც ოდისევსისა და ციკლოპის ისტორია გვიყვება, თუმცა იმ სხვაობით, რომ ლონდონისეული „იგავის“ მთავარი პერსონაჟი ბილი ცბიერების ბურჟუაზიულ ტექნიკებს არ ფლობს და არც მასთან შეპირისპირებული მგელია მარტოოდენ ბუნების სიმბოლო და, მით უმეტეს, – არც დაქვემდებარებული კლასისა.[1] მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მომდინარე ოქროს ციებ-ცხელება ათასობით უმუშევარ ან მძიმე… ვრცლად
კარლ მარქსი – ბრიტანეთის ბატონობა ინდეოთში/მომავალი შედეგები ბრიტანეთის ბატონობისა ინდოეთში
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მარქსისტულ ტრადიციაში არ არსებობდა ცნობა იმის შესახებ, რომ კარლ მარქსს ინდოეთზე საერთოდ რაიმე დაეწეროს. მაგალითად, როზა ლუქსემბურგს კაპიტალის აკუმულაციის, ხოლო ლენინს იმპერიალიზმის შესახებ ტექსტის წერისას წარმოდგენა არ ჰქონდათ ინდოეთის შესახებ დაწერილ წერილებზე. ტრიბუნში გამოქვეყნებული წერილები მხოლოდ მას შემდეგ გამომზეურდნენ, რაც მარქსისა და ენგელსის ნაშრომების აკადემიურ გამოცემას ჩაეყარა საფუძველი. და თუმცა, შესაძლოა, მარქსის ამ სტატიების აღმოჩენით ბევრ საკითხს მოეფინა ნათელი (რომელზეც ქვევით გვექნება საუბარი), დღეს პოსტკოლონიური თეორიით… ვრცლად
კარლ მარქსი – 1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები – გაუცხოებული შრომა
კ. მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“ ქართულ ენაზე დღემდე მკითხველთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომში წამოჭრილი საკითხები — ადამიანის არსისა და არსებობის, ადამიანისა და შრომის მიმართების, ადამიანის შრომის პროცესში გაუცხოების, ისე როგორც გაუცხოების სხვა სახეების — თანამედროვე აზროვნების ყველაზე აქტუალურ საკითხებს ეხმიანებიან. ამ ნაშრომის აღმოჩენისა და გამოქვეყნების შემდეგ მარქსიზმის წინააღმდეგ მეოცე საუკუნის ბურჟუაზიულ მოაზროვნეთა მიერ წამოყენებული ბრალდება, რომ თითქოს კ. მარქსს არა აქვს ადამიანის შესახებ მოძღვრება,… ვრცლად
დავით გალაშვილი, საბა კოხრეიძე – ბატონ მარკ ლევინის მიერ მარქსიზმში მომხდარი გადატრიალება
*** 1878 წელს ფრიდრიხ ენგელსმა პოლემიკური ნაშრომი სათაურით „ანტი-დიურინგი“ გამოაქვეყნა. მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ტექსტის წინასიტყვაობაში იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ევგენი დიურინგთან[1] პოლემიკის გაჩაღება ობიექტური გარემოებების მიერ ნაკარნახები უფრო იყო, ვიდრე შინაგანი გულისთქმის მიდევნების შედეგი.[2] ცხადია, არც მარქსიზმის თვითგამოცხადებული „ექსპერტი“, ფოქს ნიუსის წამყვანი და რეაქციონერი ავტორი მარკ ლევინია დიურინგი და არც ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას იმაზე, რომ ენგელსის სადარი ყოველმხრივი და სიღრმისეული კრიტიკის წარმოებას შევძლებთ, თუმცა მარკ ლევინის ახლადგამოცემული ბესტსელერის… ვრცლად
ჰერბერტ მარკუზე – ძალადობისა და რადიკალური ოპოზიციის პრობლემა[1]
ყოველ დიდებულ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენას თავისი გამხმოვანებელი, მესიტყვე ჰყავს. საფრანგეთის რევოლუციის იდეალები განმანათლებელთა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ტრაქტატებში იდგამდა ფეხს, 1917 წლის ოქტომბრის, მოგვიანებით კი, ჩინეთისა და კუბის რევოლუციას მეცხრამეტე საუკუნეში ჩასახული სოციალისტური მოძღვრებები, მეტწილად, მარქსიზმი ანიჭებდა თეორიულ გამართლებას. 60-იანი წლების სტუდენტური ამბოხის თეორიულ გამომხატველად კი, გერმანელ-ამერიკელი მარქსისტი თეორეტიკოსი ჰერბერტ მარკუზე შეგვიძლია მივიჩნიოთ. მარკუზემ თავისი ფილოსოფიური მოღვაწეობა გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა 1930-იან წლებში ნაცისტური იდეებით ჰაიდეგერის… ვრცლად
ათი გაკვეთილი სირიიდან
უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა. ჩვენი ყოველდღიურობა დასახიჩრებული სხეულებისა და ფსიქიკის, გაუდაბურებული ემოციების სივრცის მომიჯნავე, ჩვენდა უნებურად გახდა. განურჩევლობის იმ უფსკრულში, რომელშიც სისასტიკე და ზრუნვა, უკიდურესობამდე მიყვანილი დესტრუქციულობა და სიცოცხლის წყურვილი ერთმანეთში გადაზელილა, კორპორაციული მედიები და მათი დამკვეთები ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაში ხელების ფათურს ისევე მიზანმიმართულად აგრძელებენ, როგორც ეს სკალპერ მომარჯვებულ ქირურგს სჩვევია. საგულისხმოა, რომ აქ ორი სახეხატი ერთმანეთში ირევა. ერთი მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად გვესმის დაქირავებული ექსპერტების, ტვინისმრეცხავების გულისგამაწვლილებელი… ვრცლად