თარგმანი

ლევ ტროცკი  – ოპტიმიზმსა და პესიმიზმზე, მეოცე საუკუნესა და სხვა მრავალზე

 ლევ ტროცკის 1901 წელს დაწერილი  ტექსტი, „ოპტიმიზმსა და პესიმიზმზე“,  ახალ დიდ ეპოქასთან, მეოცე  საუკუნესთან, ერთგვარი შეგებებაა.  ახალგაზრდა  ავტორი,   ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის შინაგანი წარმოსახვითი დიალოგის გზით ცდილობს, ადამიანთა მუდმივი სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, რეაქციულ პოზიციებსა და  მეშჩანურ ყოველდღიურობას  დაუპირისპიროს.    ტექსტის  გაცნობისას,  ბევრს შეიძლება გაუკვირდეს  მსგავსება  წინა საუკუნის გარიჟრაჟზე არსებულ სულიერ მდგომარეობასა და თანამედროვე საზოგადოების   მორალურ პრინციპებს შორის; დღესაც ფართოდაა გავრცელებული მეშჩანურ წვრილ-ბურჟუაზიული ხედვები პირადი ინტერესების აბსოლუტურობაზე, დღესაც გადააწყდებით იპოლიტ ტენის… ვრცლად

ბრანკო მილანოვიჩი – მცირე ნარკვევი მარქსსა და კეინზს შორის განსხვავებების შესახებ  

 „აჩრდილის“  რედაქცია წარმოგიდგენთ თანამედროვე  ეკონომისტის,   ბრანკო  მილანოვიჩის მცირე ზომის ესეს, რომელშიც ავტორი მარქსისა და კეინზის შეხედულებათა შედარებით ანალიზს  გვთავაზობს. დღეს, სახელმწიფოს აპარატის და მისი ეკონომიკური გაძლიერების პრიმატი ე.წ მარქსისტებისთვისაც ამოსავალი წერტილია. ხშირად გვესმის მემარცხენე ბანაკში სახელმწიფოს დაცვისკენ, მისი როლის გაზრდისაკენ მიმართული მოთხოვნები, რომელიც ნეოლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ ერთადერთ იარაღად არის ხოლმე წარმოჩენილი. ასეთ შემთხვევაში, ის იდეოლოგიური თუ მეთოდური განსხვავებები, რომლებიც კეინზსა და მარქსს (მარქსიზმს) შორისაა,  თითქოს ბევრისთვის იშლება და  აქცენტი უფრო… ვრცლად

ერიხ ფრომი – ავტორიტარული პიროვნულობა

ერიხ ფრომი (1900 – 1980) – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ფსიქოლოგი და ჰუმანისტი ფილოსოფოსი. ფართო საზოგადოებისთვის ფრომის ტექსტები და გამოკვლევები, მისი ფრანკფურტის სოციალურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის შემდეგ გახდა ცნობილი და კითხვადი. გარდა ინსტიტუტში მუშაობისა, ერიხ ფრომი გახლდათ პრაქტიკოსი ფსიქოანალიტიკოსი და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფსიქოანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი. ფრომი ერთ-ერთი პიონერი იყო მარქსისა და ფროიდის დაკავშირების ცდასა და მარქსისტული სოციალური ფსიქოლოგიის თეორიული კონსტრუქციის შემუშავებაში. ერთ-ერთ თავის ადრეულ სტატიაში (The Method and… ვრცლად

ვოლოდიმირ იშჩენკო – უკრაინული ხმები?

„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ უკრაინელი სოციოლოგის, ვოლოდიმირ იშჩენკოს წერილის – „უკრაინული ხმები?“ – თარგმანს, რომელიც თავდაპირველად  New Left Review- ში გამოქვეყნდა. მოცემულ ტექსტში იშჩენკო საუბრობს იმ სტრუქტურულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღეს უკრაინის ნეოლიბერალურ სახელმწიფოს აქვს და რასაც  რუსეთ-უკრაინის გამძვინვარებული ომის ფონზე, პრაქტიკულად, ყურადღება არ ექცევა. ქვეყანა, რომელმაც სამი რევოლუცია  და  მეზობელი ქვეყნის მიერ მისი ტერიტორიების წართმევა გადაიტანა,  ჩაკეტილია ნაციონალური იდენტობის პოლიტიკაში, რომლიდან გამოსავალი ომში გამარჯვების შემთხვევაშიც  თითქოსდა  არ ჩანს.… ვრცლად

ერნესტო ჩე გევარა – El Patojo

მკითხველს ვთავაზობთ კუბის რევოლუციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის, ერნესტო ჩე გევარას წერილს მისი მოკლული თანამებრძოლის, „El Patojo”-ს შესახებ. „El Patojo” ჩე გევარასთან ერთად გახლდათ კუბის რევოლუციის გამარჯვების თანამოზიარე, თუმცა მან რევოლუციის შემდეგ ჰავანა დატოვა და, თავის სამშობლოში, გვატემალაში პარტიზანულ ბრძოლებში ჩაერთო. „El Patojo“-ს გარდაცვალების ცნობა 1962 მარტში გავრცელდა. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია     რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიით,  გვატემალელი პატრიოტების, მათ შორის, ხულიო რობერტო კასერესის სიკვდილის შესახებ გადმოსცეს.   სიკვდილი ხშირი მოვლენაა რევოლუციონერის რთულ… ვრცლად

მაიკლ რობერტსი – სურსათი, შიმშილი და ომი

უკრაინა – რუსეთის ომმა, გლობალური მასშტაბით, ხორბლის წარმოებისა და დისტრიბუციის პრობლემა შექმნა. შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სურსათზე  ფასების  ყველაზე დიდი  ზრდა მივიღეთ. ამ მოვლენის გამო, ზიანი, პირველ რიგში, მესამე სამყაროს ქვეყნებს მიადგათ. ეს კრიზისი, განსაკუთრებით, აფრიკის კონტინენტს შეეხო.  აფრიკულმა კავშირმა აფრიკის რეგიონი ომში დაზარალებულად  გამოაცხადა და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისთვის სანქციები მოეხსნათ, რათა ხორბლის მიწოდების აღდგენა შესაძლებელი გამხდარიყო. სავარაუდო დათვლებით, სასურსათო კრიზისის შედეგად, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ყოველდღიურად არასაკმარის საკვებს… ვრცლად

1968 წელი საფრანგეთში

ხუთ დეკადაზე მეტი ხნის წინ საფრანგეთში აზვირთებულმა რევოლუციურმა ტალღამ ევროპის გაბატონებული კლასი შეარყია. 1968 წლის მოვლენამ რევოლუციური მოძრაობებისთვის ახალი ჰორიზონტი და შესაძლებლობები გახსნა. წინამდებარე ინტერვიუში ჯონ ლისტერი ესაუბრება სტუდენტური მოძრაობის ყოფილ ლიდერს, დენიელ ბენსაიდს. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია იმედოვნებს, რომ 1968 წლების ერთ-ერთი მონაწილის რეტროსპექტიული მზერა სასარგებლო იქნება დღევანდელი სტუდენტური მოძრაობისთვისაც, რომელიც ჯერ-ჯერობით პირველ ნაბიჯებს დგამს და მთელი რიგი სისუსტეებისა და შეზღუდულობის მიუხედავად კვლავაც ახერხებს სოციალური საკითხების დღის წესრიგში შენარჩუნებას. აჩრდილის… ვრცლად

ბერტოლტ ბრეხტი – მწერალი

ბერტოლტ ბრეხტი გერმანელ მწერალთა შორის პოლემიკური სატირის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ორიგინალური ოსტატია თავისი მარჯვე სარკაზმისა და გონებამახვილობის შეუდარებელი ძალით. ბრეხტი დაიბადა 1898 წელს აუგსბურგში. მან ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა თეატრალური ხელოვნებისადმი მისწრაფება. იგი უბრალო სცენისმოყვარეობიდან მივიდა პროფესიულ თეატრთან და 1918 — 1922 წლებში იყო გერმანიის მთელი რიგი თეატრების რეჟისორი და ლიტერატურული ნაწილის გამგე. სცენა აღმოჩნდა ის გზა, რომელმაც ახალგაზრდა ბრეხტი ლიტერატურასთან მიიყვანა. 1923 წელს დაიდგა მისი პირველი პიესა — „ღამის დაფდაფები“.… ვრცლად

ინტერვიუ გეორგ ლუკაჩთან

გამორჩეული მარქსისტი ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი, გეორგ ლუკაჩი, თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში,  საკუთარი მოღვაწეობის, განვლილი წლებისა და ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ  მარქსისტული  თეორიის  განვითარების შესახებ საუბრობს. ინტერვიუში უნგრელი მოაზროვნე  განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გავლენაზე, რაც მარქსისტთა მთელ პლეადაზე იქონია პირველმა მსოფლიო ომმა, და რაც (ეს გავლენა), ასევე შემოქმედებითად გაიშალა მის ადრეულ  არამარქსისტულ ნაშრომში – „რომანის თეორია“. საინტერესოა ლუკაჩის კავშირი მესამე ინტერნაციონალთან, რომლის  დროსაც ის პირადად გაეცნო რუსული რევოლუციის მოწინავე ფიგურებს. გეორგ… ვრცლად

გეორგ ლუკაჩი – მორალის როლი კომუნისტურ წარმოებაში[1]

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ მარქსისტი თეორეტიკოსის, გეორგ ლუკაჩის (1885-1971), 1919 წელს დაწერილ სტატიას, რომელშიც ლუკაჩი მორალს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ლუკაჩი ფიქრობს, რომ მორალი ის კომპონენტია, რომელიც რევოლუციას ბიუროკრატიულ მაშინერიაზე დაქვემდებარებისაგან, ფორმალურ-აბსტრაქტული სამართლებრივი წესრიგისაგან დაიცავს. წინამდებარე სტატია ნაწილია იმ საკმაოდ მრავალშრიანი პერიოდისა, რომელიც ფართო მკითხველისთვის შეჯამებულია კრებულში „Taktik und Ethik“. კრებული წარმოადგენს 1919-1929 წწ.-ით დათარიღებულ პოლიტიკურ ესეებს, რომლებშიც ლუკაჩი – თეორიული საკითხების გარდა – მიმოიხილავს ოციანი წლების პოლიტიკურ და… ვრცლად

ლუი ალთიუსერი – რას იტყვის პატიოსანი კაპიტალისტი?

როდესაც მავანს ლუი ალთიუსერის (1918-1990) სახელი ესმის, უცაბედად, სახეზე ირონია ნარევი ღიმილი გადაურბენს ხოლმე და დადებითი პასუხის მომლოდინე, იკითხავს: ეგ ხომ ის არის, ცოლი რომ მოკლა? დიახ, ალთიუსერის შემზარავი ბიოგრაფიული დეტალი, ცოლის, სოციოლოგი ჰელენ რიტმანის მკვლელობაა (1980). ფილოსოფოსმა ამ ხდომილების შემდეგ ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკაში განაგრძო. ზოგიერთი დაჟინებით მოითხოვდა ალთიუსერის გასამართლებას, მაგრამ ფსიქიატრებმა დაადასტურეს, რომ ალთიუსერის ფსიქიკა შერყეული გახლდათ, მას ბრალი ვერ შეერაცხა და მკურნალობა კლინიკაში განაგრძო. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ… ვრცლად

ჰერბერტ მარკუზე – ძალადობისა და რადიკალური ოპოზიციის პრობლემა[1]

   ყოველ დიდებულ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენას თავისი გამხმოვანებელი, მესიტყვე ჰყავს. საფრანგეთის რევოლუციის იდეალები განმანათლებელთა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ტრაქტატებში იდგამდა ფეხს, 1917 წლის ოქტომბრის, მოგვიანებით კი, ჩინეთისა და კუბის რევოლუციას მეცხრამეტე საუკუნეში ჩასახული სოციალისტური მოძღვრებები, მეტწილად, მარქსიზმი ანიჭებდა თეორიულ გამართლებას. 60-იანი წლების სტუდენტური ამბოხის თეორიულ გამომხატველად კი, გერმანელ-ამერიკელი მარქსისტი თეორეტიკოსი ჰერბერტ მარკუზე შეგვიძლია მივიჩნიოთ. მარკუზემ თავისი ფილოსოფიური მოღვაწეობა გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა 1930-იან წლებში ნაცისტური იდეებით ჰაიდეგერის… ვრცლად

ათი გაკვეთილი სირიიდან

უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა. ჩვენი ყოველდღიურობა დასახიჩრებული სხეულებისა და ფსიქიკის, გაუდაბურებული ემოციების სივრცის მომიჯნავე, ჩვენდა უნებურად გახდა. განურჩევლობის იმ უფსკრულში, რომელშიც სისასტიკე და ზრუნვა, უკიდურესობამდე მიყვანილი დესტრუქციულობა და სიცოცხლის წყურვილი ერთმანეთში გადაზელილა, კორპორაციული მედიები და მათი დამკვეთები ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაში ხელების ფათურს ისევე მიზანმიმართულად აგრძელებენ, როგორც ეს სკალპერ მომარჯვებულ ქირურგს სჩვევია. საგულისხმოა, რომ აქ ორი სახეხატი ერთმანეთში ირევა. ერთი მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად გვესმის დაქირავებული ექსპერტების, ტვინისმრეცხავების გულისგამაწვლილებელი… ვრცლად