ბიბლიოთეკა

მოსე გოგიბერიძე – “ორგანოტროპიზმი”

წინამდებარე ტექსტი ქართულ სააზროვნო სივრცეში იმ მივიწყებულ ეპიზოდს ეხება, რომელიც იდეოლოგიური ურთიერთბრძოლის, აზრთა ნაკადების სიუხვით გამორჩეულია. მეოცე საუკუნის 20-იანი წლები ქართული აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პერიოდია. გამონაკლისს არ წარმოადგენს არც ქართული ფილოსოფიური აზრი, რომელზეც ევროპიდან მომავალი თითქმის ყველა სააზროვნო ხაზი ახდენდა გავლენას. ამ წლებში ევროპასა და რუსეთში განათლებამიღებული ახალგაზრდა ქართველი ფილოსოფოსები აქტიურად რეფლექსირებენ ევროპაში მიმდინარე ფილოსოფიურ დისპუტზე, რომელსაც, ერთი მხრივ, უსადაგებენ ადგილობრივ იდეოლოგიურ ვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, იწყებენ ფილოსოფიის… ვრცლად

შალვა ნუცუბიძე – შპენგლერიდან კაიზერლინგამდე (იდეოლოგიის ევოლუცია ომის შემდგომ გერმანიაში)

  დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა ქართული წიგნის ფესტივალების, წიგნის მაღაზიების დახლებზე გამოფენილ ჭრელა-ჭრულა ფილოსოფიურ ლიტერატურას. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ამ დაკვირვებულ თვალს გახარებოდა კიდეც სამამულო „წიგნის ბაზრის“ დასავლური თუ აღმოსავლური სიბრძნით დახუნძლული ნაშრომების ასე მასობრივი გავრცელება და მის მიმართ გაზრდილი ინტერესი. მაგრამ საჭიროა, უბრალოდ ეს წიგნები ზერელედ შევათვალიეროთ, ხელში უკვე ათას გზის გადაღეჭილი და გადამუშავებული ბანალური აზრების კონა შეგვრჩება, რომლებმაც საკუთარი წილი ზიანი კაცობრიობას წინა საუკუნის განმავლობაში უკვე მოუტანეს. თუმცა, როგორც… ვრცლად

თეოდორ ადორნო – მთხრობელის პოზიცია თანამედროვე რომანში

  „აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ  მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსის, ფრანკფურტის სკოლის წამყვანი თეორეტიკოსის, თეოდორ ადორნოს  ტექსტს – „მთხრობელის პოზიცია თანამედროვე რომანში“ -, რომელიც, თავდაპირველად,  გერმანულ ენაზე 1954  წელს  გამოქვეყნდა, ხოლო მისმა ქართული თარგმანმა დღის სინათლე ჟურნალ „საუნჯეში“, 1979 წელს, იხილა.    შესაძლოა, მკითხველისთვის ცოტა უცნაური იყოს რეალიზმის განსაზღვრა ადორნოს ნაწერის გავლით, რადგან, როგორც ცნობილია, გერმანელი მოაზროვნე მკაფიოდ გაემიჯნა და დაუპირისპირდა რეალიზმის ლუკაჩიუანურ გაგებას, რაც – მარქსისტულ ესთეტიკაში – ალბათ დღემდე… ვრცლად

ა.მ კოლონტაის არქივიდან (დღიურები, წერილები)

„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ლიდერის, მარქსისტისა და ფემინისტის,  ალექსანდრა კოლონტაის  წერილებს, მათ შორის, ვლადიმერ ლენინისადმი გაგზავნილს. კოლონტაის წერილებში ჩანს როგორც ამერიკული სოციალისტური პარტიებისა და სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფის ანალიზი და შეფასებები, ასევე  ავტორის  პირადი დამოკიდებულება  იმ ვითარებისა  და მდგომარეობისადმი, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა შექმნა. ვფიქრობთ, ამ ისტორიული პიროვნების პირადი განცდები და დამოკიდებულებები, შესაძლოა, საინტერესო იყოს იმ უკუნი რეაქციის და უიმედობის პირობებში, რასაც სხვა ფაქტორებთან… ვრცლად

ფრ. ენგელსი – ორი წერილი

საქართველოს „პოლიტიკურ სცენაზე“ ბოლო პერიოდში დატრიალებულმა მოვლენებმა, ყალბი აბსტრაქციების მასებზე თავსმოხვევამ, თითქოს, ერთი შეხედვით, გააუფერულა და მეორე პლანზე გადაიტანა კლასთა ბრძოლის ის კერები, რომლებიც ჩვენს თვალწინ მთელი სიმწვავით ამოიმართება და შემდეგ სპექტაკლის უზღვავ უფსკრულში ჩაიკარგება ხოლმე. მაგრამ, მიუხედავად სპექტაკლის ძალმოსილებისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სარჩო-საბადებლისთვის, საკუთარი საცხოვრებელი პირობების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისთვის იბრძვიან. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ კურიერების გაფიცვა, უკვე ორ კვირაზე მეტია გაფიცულია საირმის… ვრცლად

გერონტი ქიქოძე –  კონსტანტენ მენიე და ხელოვნების რევოლუცია

მკითხველს ვთავაზობთ გამოჩენილი მთარგმნელის, ლიტერატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, გერონტი ქიქოძის, ჟურნალ მნათობში გამოქვეყნებულ წერილს ბელგიელი სკულპტორის – კონსტანტენ მენიეს (1831-1905) – შესახებ. ავტორი წინამდებარე ტექსტში მენიეს შემოქმედებას ევროპული კულტურის ფართო კონტექსტში განიხილავს და 900-იანი წლების ევროპული ხელოვნების კრიზისის მიზეზების შესახებაც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია    ვისაც თანამედროვე ევროპიული კულტურის ზოგადი ხასიათის გაგება სურს, მან უწინარეს ყოვლისა ტექნიკას უნდა მიმართოს და არა ხელოვნებას; იმიტომ, რომ ევროპიულ საზოგადოებას ნიშანდობლივს დაღს სწორედ… ვრცლად

დავიდ რიაზანოვი  –   კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ლიტერატურული მემკვიდრეობის  ახალი მასალები

„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ გამოჩენილი რუსი რევოლუციონერისა და პიონერი  მარქსოლოგის,  დავიდ რიაზანოვის (გოლდენდახის)  მოხსენებას მარქსისა და ენგელსის არქივის  მოკვლევა/ძიების შესახებ.  კოლოსოლურია დავიდ რიაზანოვის  წვლილი  მარქსისა და ენგელსის შემოქმედებითი დანატოვარის გადარჩენასა  და შენახვაში; მის  სახელთანაა დაკავშირებული  კლასიკოსების არაერთი დაკარგული თუ  მივიწყებული ტექსტის აღმოჩენა და  გამოქვეყნება, თუნდაც  ისეთი ფუნდამენტალური ნაშრომებისა, როგორიცაა „გერმანული იდეოლოგია“, „1844 წლის ხელნაწერები“ , „ბუნების დიალექტიკა“.  რიაზანოვის სახელს უკავშირდება  ასევე 1921 წელს მარქს-ენგელსის ინსტიტუტის დაფუძნება, სადაც მან,  კოლეგებთან ერთად, … ვრცლად

გივი გაჩეჩილაძე – ანატოლ ფრანსი

  აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ ქართველი ლიტერატურათმცოდნისა და მთარგმნელის, გივი გაჩეჩილაძის (1914-1974) პატარა წერილს დიდი ფრანგი მწერლის, ანატოლ ფრანსის, შესახებ. წერილში მიმოხილულია ანატოლ ფრანსის ლიტერატურისათვის საეტაპო ნაწარმოებები, რომლებშიც – რეალისტური ტრადიციების მემკვიდრე – მწერალი აშიშვლებს თავისი დროის საფრანგეთის სოციალურ პათოლოგიებს და თავისი თანამედროვე საზოგადოების პრობლემატიკას ზოგადსაკაცობრიო დილემებს უსადაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ანატოლ ფრანსის ნაწარმოებები გაჟღენთილია უკიდურესი სკეპტიციზმითა და ადამიანის ბედნიერი მომავლისადმი ღრმა დაეჭვებით, მისი ტექსტები გვეხმარება იმ ბურუსით მოცული სივრცეების… ვრცლად

ვლადიმერ სვანიძე – ენგელსის პირველი ნაბიჯები

(ნაწყვეტი წიგნიდან გენიოსის სიჭაბუკე)   კრიტიკული დამოკიდებულება მამათა რწმენისა და არსებული წყობილებისადმი ფ. ენგელსმა პირველად გამოამჟღავნა გრებერებთან მიმოწერასა და ლიტერატურულ დებიუტში — „წერილები ვუპერტალიდან“. ეს წერილები დაიბეჭდა კ. გუცკოვის „გერმანული ტელეგრაფის“ 1839 წლის მარტისა და აპრილის ნომრებში, პირველი ორი — ანონიმურად, სოლო მესამე — ფ. ოსვალდის ხელმოწერით.   „წერილებში“ ახალგაზრდა ენგელსმა ფარდა ახადა ვუპერტალის[1] „წყვდიადის სამეფოს“, სადაც ომობენ მხოლოდ თეოლოგიური კალმები და ჭორიკანა ბებრუცუნები, ხოლო პიეტისტი პასტორები გონებას უბნელებენ თავიანთ… ვრცლად

ალექსანდრე წულუკიძე – ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში[1]

„ფირალი დავლაძე“ ლალიონისა[2][3] („მოამბე“ 1895 წ. IV — V) აჩრდილის სარედაქციო კოლეგია მკითხველს სთავაზობს ქართველი მარქსისტი პუბლიცისტისა და რევოლუციონერის ალექსანდრე წულუკიძის (1876-1905 წწ.) წერილს ლალიონის „ფირალი დავლაძის“ შესახებ, რომელიც თავის დროზე გაზეთი კვალის ფურცლებზე გამოქვეყნდა. მხატვრული ნაწარმოების გავლით წერილის ავტორი მსჯელობს მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის საქართველოს კლასობრივი და სოციალური დაძაბულობების შესახებ. წულუკიძე შემთხვევით არ ირჩევს ლალიონის ტექსტს, როგორც საზოგადოების მეტ-ნაკლებად ამრეკლავ სარკეს, რომელშიც, ერთი მხრივ, გაშუქებულია აწ უკვე ღონემიხდილი თავადაზნაურული… ვრცლად

ფრიდრიხ ენგელსი – ბრუნო ბაუერი და ადრინდელი ქრისტიანობა

ფრიდრიხ ენგელსის წერილი „ბრუნო ბაუერი და ადრინდელი ქრისტიანობა“ პირველად გამოქვეყნდა 1882 წელს „სოციალ-დემოკრატში“. ენგელსმა ეს მცირე გამოკვლევა იმავე წლის აპრილში გარდაცვლილ გერმანელ პუბლიცისტსა და მემარცხენე ჰეგელიანელს, ბრუნო ბაუერს (1809 – 1882) მიუძღვნა. ენგელსი აფასებს რა ბაუერის წვლილს ქრისტიანობის იდეურ-მსოფლმხედველობრივი ბაზისის გამოკვლევაში, წინამდებარე წერილში ლაკონიურად მიმოიხილავს იმ მატერიალურ და სოციალურ წანამძღვრებს, რომლებმაც ქრისტიანობის გაბატონებულ რელიგიად ქცევას შეუწყვეს ხელი. ტექსტი იმითაც არის საინტერესო, რომ ის რადიკალურად ემიჯნება მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც, ქრისტიანობა ისტორიულად… ვრცლად

ვ. ი. ლენინი – გერცენის ხსოვნას[1]

100 წელი გავიდა გერცენის[2] დაბადებიდან. მის ხსოვნას აღნიშნავს მთელი ლიბერალური რუსეთი, თანაც დაკვირვებულად უვლის გვერდს სოციალიზმის სერიოზულ საკითხებს, გულმოდგინედ ფარავს, რით განსხვავდებოდა რევოლუციონერი გერცენი ლიბერალისგან. გერცენს იხსენიებს მემარჯვენე პრესაც, რომელიც ცილისწამებით ირწმუნება გერცენი სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში მოშორდა რევოლუციასო, ხოლო საზღვარგარეთულ, ლიბერალურ და ნაროდნიკულ სიტყვებში გერცენის შესახებ ფრაზების მეტი არაფერია.   მუშათა პარტიამ უნდა მოიხსენიოს გერცენი არა ობივატელური ქება-დიდებისათვის, არამედ თავისი ამოცანების გასარკვევად, იმ მწერლის ნამდვილი ისტორიული ადგილის გასარკვევად, რომელმაც უდიდესი… ვრცლად

 მერი ჭელიძე – ერიხ ფრომის „ილუზიების მიღმა მხარე“

  წინამდებარე ტექსტში, ქართველი ფილოსოფოსი მერი ჭელიძე (1923 – 2011) ზოგად ხაზებში ახასიათებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალ-თეორეტიკოსის, ერიხ ფრომის, კრიტიკულ მიმართებას მეოცე საუკუნის მომხმარებელი ადამიანისადმი და იმ ეკონომიკური ფორმაციისადმი, რომელიც ადამიანის დეჰუმანიზაციას და მისი ფლობის მანიით დაავადებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ე. ფრომის მსჯელობები, ხშირ შემთხვევაში, აცდენაშია რევოლუციური მარქსიზმის მოძღვრებასთან და უახლოვდება კაპიტალისტური ფორმაციის წვრილ ბურჟუაზიულ კრიტიკას (რომელიც კატეგორიულად უარყოფს საზოგადოებრივი გარდაქმნის რევოლუციურ გზას), ვფიქრობთ, რომ ე. ფრომის… ვრცლად

მაქსიმ გორკი – ზნეობის ქურუმი

  მაქსიმ გორკი დაიბადა ნიჟნი-ნოვგოროდში 1868 წელს. გორკის საკმაოდ მძიმე პირობებში მოუწია ბავშვობის გატარება, მას მოუხდა სკოლის სამუდამოდ დატოვება და მუშაობის დაწყება. გორკიმ 1884 წელს სცადა ყაზანის უნივერსიტეტში შესვლა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ყაზანში ცხოვრების პერიოდი მეტად მნიშვნელოვანია მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ყაზანშივე დაუახლოვდა ის რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, გაეცნო ფედოსეევს, – ყაზანში მარქსისტული წრეების დამაარსებელს. აქვე გაეცნო ის „კომუნისტური პარტიის მანიფესტს“, „კაპიტალის“ პირველ ტომს, გეორგ პლეხანოვის ნაშრომებს. უკვე 1889 წელს… ვრცლად

ლევ ტროცკი – რევოლუციის ახალი ეტაპი

გთავაზობთ ლევ ტროცკის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წინააღდეგობრივი პიროვნების, 1924 წელს ჟურნალ „მნათობში“ ქართულად თარგმნილ და გამოქვეყნებულ მოხსენებას, „რევოლუციის ახალი ეტაპს“.  მოცემული ტექსტი  ერთგვარ გზამკვლევადაც შეიძლება გამოგვადგეს  20-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა ძალაუფლების ვერტიკალში დასავლური კულტურის და  მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მიმართ დამოკიდებულების  გასაგებად. მოხსენების პირველი ნაწილი, რომელშიც  ტროცკი ინგლისის, იმ დროინდელი დასავალური კაპიტალიზმის ლოკომოტივის  კულტურის  შესახებ მსჯელობს, მეტად  საინტერესოა  თავისი კრიტიკული მიდგომით. რევოლუციონერი მშვენივრად ამჩნევს ბრიტანულ იმპერიალიზმში… ვრცლად

კ. მარქსი – ჰეგელის დიალექტიკისა და საერთოდ ფილოსოფიის კრიტიკა (ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები)

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია აქვეყნებს კ. მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“-ს უკანასკნელ და, ამავე დროს, ყველაზე ჩახლართულ და ჰეგელიანური ტერმინოლოგიით დამძიმებულ თავს. ჩვეულებისამებრ, მარქსი ჰეგელის შესახებ თავს იწყებს კრიტიკით, ამჯერად კრიტიკის ობიექტებად გვევლინებიან ე.წ კრიტიკული სკოლის წარმომადგენლები, ბრუნო ბაუერი და Die Freien. კრიტიკული სკოლის წარმომადგენლები, ჰეგელის ეპიგონები, საკუთარ თავს ჭეშმარიტების მფლობელთა რიგებს მიათვლიდნენ და ნამდვილი სინამდვილის სამყაროს მცხოვრებლებად რაცხავდნენ, ხოლო დანარჩენებს უწოდებდნენ „ბრბოს“, განურჩეველ მასას. კრიტიკულ სკოლას საკუთარ მისიად ესახებოდა სამყაროს… ვრცლად

კიტა მეგრელიძე – გერმანიის კაპიტალიზმის კრიზისი (წერილი გერმანიიდან)

ეჭვგარეშეა, რომ კიტა (კონსტანტინე) მეგრელიძე  მეოცე საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში  ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა.  განსაკუთრებულად  ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ის ქართული მარქსიზმისთვის (თუ ამ ტერმინის გამოყენება ვალიდურობას მოკლებული არაა). სამწუხაროდ, მეგრელიძის შემოქმედება ობიექტური მიზეზების გამო, საკმაოდ მწირია, რაც მის გადასახლებასა  და  ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალებას (1900-1944) უკავშირდება, თუმცა,  მნიშვნელოვანი  ღირებულების მატარებელია ის მცირე  დანატოვარიც,  რაც ფილოსოფოსისგან შემოგვრჩა.  მისი ძირითადი ნაშრომი „აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი  პრობლემები“ დაწერიდან მხოლოდ თითქმის 30 წლის შემდგომ, 1965 წელს გამოქვეყნდა. რეაბილიტაციის… ვრცლად

ოთარ ჯიოევი – თანამედროვე კაპიტალიზმი და ბურჟუაზიული პროპაგანდა

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბურჟუზიული წრეებიდან გამოსულ სოციოლოგებსა და თეორეტიკოსებში, სულ უფრო პოპულარული გახდა აზრი ისტორიის დასასრულისა და იდეოლოგიური დაპირისპირების ეტაპის გადალახვის შესახებ. კომუნიზმისა და სოციალიზმის დასასრულს ყოველი მხრიდან წინასწარმეტყველებდნენ, ისტორია კი ბოლო წამებს ითვლიდა და გამარჯვებულ იდეოლოგიას, ერთპოლუსიან მსოფლიოს უთმობდა ასპარეზს, მსოფლიოს, რომელშიც მეტად აღარ იარსებებდა სოციალური და პოლიტიკური დაძაბულებები. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც – საქართველოში მეტად ცნობილმა და დაფასებულმა – ფრენსის ფუკუიამამ… ვრცლად

ჰაინრიხ ჰაინე – განთავისუფლება

საფრანგეთის რევოლუციის ღვიძლი შვილი ლუი ანტუან სენ-ჟიუსტი, რევოლუციამვე რომ მოინელა, 1793 წელს ამბობდა: „მალე განათლებული ერები მათ გაასამართლებენ, ვინც აქამდე ბატონობდა. მეფეები უდაბნოებში გაიქცევიან, იმ ველური ცხოველების მარაქაში გაერევიან, რომელთაც ასე ძალიანა ჰგვანან.” ყოფილი ბატონებისა და მეფეების გასამართლების სიმბოლური მომენტი კი ბასტილიის ციხის აღების დღე და 14 ივლისია. ეს არის თარიღი, რომელიც „ისტორიული დროის ამჩქარებლის ფუნქციას ასრულებს. საბოლოოდ, ეს ერთი დღე გვიბრუნდება კვლავ და კვლავ – უქმე დღეთა სახით, რომლებიც… ვრცლად

კარლ მარქსი – ფილოსოფიის სიღატაკე (შვიდი შენიშვნა)

კ. მარქსის ნაშრომთაგან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე, რომელიც იდეათა ისტორიამ, ერთი შეხედვით, მეორე პლანზე გადაისროლა, მარგინალიაზე მიჩქმალა, თუმცა მარქსისტული აზრის და მსოფლხედვის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ მივიწყებული ფრაგმენტები ხელახლა გამოამზეუროს და კვლავ გამოიტანოს განმსჯელი გონების წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ 1847 წელს გამოცემული ნაშრომი, „ფილოსოფიის სიღატაკე“, ამ შედარებით არაპოპულარული ტექსტების რიგშია. ხსენებული ნაშრომი მიმართულია ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – პრუდონის წინააღმდეგ. მარქსი პრუდონს ჯერ კიდევ 1844 წელს გაეცნო პარიზში. ურთიერთობის პროცესში თანდათანობით… ვრცლად

ბენიტო ბუაჩიძე – ქართული სიმბოლიზმი

ბენიტო ბუაჩიძე ქართული საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკის პირველი თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ბენიტო ბუაჩიძე წლების განმავლობაში სათავეში ედგა პროლეტარულ მწერალთა ასოციაციას და თავის კრიტიკულ წერილებში იცავდა ლიტერატურის პარტიულობის პრინციპს. ბუაჩიძის წერილები, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევენ მძაფრი პოლიტიკური პათოსით, მისწრაფებით, რომ ლიტერატურაში დამკვიდრდეს კომუნისტური თვალსაზრისი, იდეურობა. ბუაჩიძე, ასევე, აქტიურად ამხელს ყოველგვარი ანტირეალისტურ ტენდენციებს. ბენიტო ბუაჩიძის კრიტიკული წერილები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევიან იმ პროცესებზე, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში ხდებოდა 20-იან და 30-იან წლებში. ბუაჩიძე… ვრცლად

ზურაბ კაკაბაძე – ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის  გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ზურაბ კაკაბაძე, იმ პერიოდის  ქართულ სააზროვნო სივცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ის  პიონერად მრავალი მიმართულებით ითვლება, მაგალითად, მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ცნების თუ სააზროვნო პარადიგმის ქართულ სააზროვნო სივრცეში შემოტანა. ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ფილოსოფიური საკითხი, როგორიცაა ექსისტენციალური კრიზისი, ქართულ ფილოსოფიურ წრეებში, პირველ რიგში, სწორედ ზურაბ კაკაბიძის სახელთან ასოცირდება.  ასევე, ფილოსოფოსი ავტორია არა ერთი  ნაშრომისა, განსაკუთრებით უნდა აღვინშნოთ, ედმუნდ ჰუსერლის ფილოსოფიის  შესახებ მისი ნარკვევი „ექსისტენციური კრიზისის… ვრცლად

დ. ვალოვოი, გ. ლაპშინა – სოციალური ფილოსოფიის აქსიომა

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ დიდი ფრანგი უტოპისტ-სოციალისტის, შარლ ფურიეს, შესახებ დაწერილ პატარა ჩანახატს, რომელშიც ავტორები, ერთი მხრივ, ხაზავენ ფურიეს პიროვნების ზოგიერთ შტრიხს, ხოლო, მეორე მხრივ, მარქსიზმის კლასიკოსების მეშვეობით მწყობრად და ლაკონიურად გადმოსცემენ ფურიეს საზოგადოებრივ და პოლიტ-ეკონომიურ შეხედულებებს.    ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შეექმნას მარქსიზმამდე არსებული რევოლუციური მოსაზრებების შესახებ, ძლიერთა ამა ქვეყნისათა უღლისგან ხალხის განთავისუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაზე, რომელიც, შესაძლოა, მთელ რიგ საკითხებში მოიკოჭლებდა, მაგრამ, რაც მთავარია, იღწვოდა უკეთესი… ვრცლად

პოლ ლაფარგი – მოგონებები მარქსზე

ის კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა, მე ვეღარ ვნახავ იმის მსგავსსა ჩემს სიცოცხლეში. (შექსპირი. „ჰამლეტი“) კარლ მარქსი პირველად 1865 წლის თებერვალში ვნახე. 1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში. სენტ-მარტინს ჰოლში გამართულ კრებაზე დაარსდა პირველი ინტერნაციონალი, 1865 წლის თებერვალში პარიზიდან ლონდონში ჩავედი, რათა მარქსისათვის შემეტყობინებინა იმ წარმატებების ამბავი, რომელსაც იქ ახალგაზრდა ორგანიზაციამ მიაღწია. სარეკომენდაციო წერილი ბ-ნმა ტოლენმა[1] — ბურჟუაზიული რესპუბლიკის ახლანდელმა სენატორმა — მომცა.   მაშინ 24 წლისა ვიყავი. ჩემს სიცოცხლეში ვერ… ვრცლად

გეორგ ვეერთი- „გერმანელი პროლეტარიატის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი”

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია ახალი სერიის – რევოლუციური პოეზიის – ფორმატში გთავაზობთ მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გერმანელი პოეტის, გეორგ ვეერთის (1822-1856), ლირიკულ ნაწარმოებებსა და ფრ. ენგელსის „სოციალ-დემოკრატში“ გამოქვეყნებულ წერილს. ენგელსი ვეერთს იხსენიებს, როგორც „გერმანელი პროლეტარიატის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან პოეტს“. გეორგ ვეერთს პირადი მეგობრობა ჰქონდა მარქსსა და ენგელსთან. ის ჩართული იყო 1848 წლის რევოლუციურ მოვლენებში და გახლდათ „ახალი რაინის გაზეთი“-ს რედაქციის წევრი. ვეერთმა საკუთარი ლიტერატურული მოღვაწეობა მარქსისა და ენგელსის გაცნობამდე დაიწყო. საწყის… ვრცლად